საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ყვარლის ცენტრში გუშინ საღამოს ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდნენ. „რეგინფოს“ ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს მიმავალი მანქანიდან ესროლეს, თუმცა მას ტყვია არ მოხვდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში ჩატარებული 27 895 ტესტის შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 1476 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გუშინ 1433 ახალი შემთხვევა იყო.
ოკუპირებულ ცხინვალში, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, გიორგი ტოტჩიევს სცემეს. სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მას ე.წ. სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი დაესხა თავს, მიზეზი კი ე.წ.…
ჩინეთის საელჩოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის ჰუმანიტარული დახმარების სახით საქართველოს 100 000 დოზა „სინოვაკის“ ვაქცინა და 100 800 ცალი შპრიცი გადმოეცა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი ბაისუბანი ძლიერი სეტყვის შედეგად დაზარალდა. როგორც „რეგინფოს“ ბაისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა, გიორგი ბარბაქაძემ განუცხადა, თითქმის 100%-ით არის განადგურებული ვენახები, ხეხილის ბაღები, ბოსტნეული და კენკროვანი ნარგავები.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გამოეხმაურა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო. საუბარია კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებში განხორციელებულ ცვლილებებზე, რის შედეგადაც წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის…
აპრილიდან, „ბახვი ჰესი” კვლავ დაუბრუნდა სკოპინგის ანგარიშის ეტაპს და აქტივისტები კვლავ ეწინააღმდეგებიან ჰესის აშენებას. ინვესტორ კომპანია „სი-სი-ი ეიჩ ჰიდრო VI”-ს ორი თვე ჰქონდა 22-პუნქტიან სიაზე პასუხების გასაცემად თუ რა სარგებელს…
მაშველებმა მდინარე რიონში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამ დროისთვის არ ამბობენ, იდენტიფიცირებულია თუ არა მამაკაცი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას მოადგილედ არჩილ თალაკვაძე აირჩიეს, რომელიც უმრავლესობის კვოტით იყო წარდგენილი. პლენარულ სხდომაზე თალაკვაძის არჩევას მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, საქართველომ უნდა დაიწყოს სიარიაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე პირების და მათი ოჯახის წევრების სამშობლოში დაბრუნების პროცესი. როგორც ლილუაშვილმა დღეს, პარლამენტში გამოსვლის დროს თქვა, მათი…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11