საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
კასპში, 13 მარტს მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამართალდამცავებმა მოკლულის ყოფილი მეუღლე, 1990 წელს დაბადებული ქ.ჩ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მოკლული მამაკაცის ცხედარი სასაფლაოზე 14 აპრილს იპოვეს.
ნამახვანჰესის მშენებელი თურქული კომპანია „ენკა რინიუებლზი“ არ გაასაჩივრებს წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლითაც დადასტურდა, რომ ის რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის სამუშაოებს კანონდარღვევით აწარმოებს. სასამართლომ „ენკა რინიუებლზი“ 5000 ლარით დააჯარიმა.
ენგურჰესის სადერივაციო გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა და ჰიდროელექტროსადგური ერთიან ქსელში ჩაერთო. რეაბილიტაცია 15.5-კილომეტრიანი გვირაბის მხოლოდ 2.5 კილომეტრიან მონაკვეთს ჩაუტარდა, რის შედეგადაც, ეკონომიკის მინისტრის, ნათელა თურნავას თქმით, ელექტროენერგიის გამომუშავება დაახლოებით 90…
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი თეიმურაზ ზავრაშვილი, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი თამარ ფურცელაძე, მერის თანაშემწე ლიკა მედულაშვილი და გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი დალი მინდიაშვილი, სოფელ ჭერემის საჯარო…
წყალტუბოს მაგისტრატმა სასამართლომ ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია, შპს „ეკნა რინიუებლზი“ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებითა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის გამო სამართალდამრღვევად ცნო და 5000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძემ მიიღო.
ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვს და საპროტესტო აქციების გამართვას აპირებს. ოჯახმა ეს გადაწყვეტილება გუშინ, ერგნეთში გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღო.
ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაციას სავარაუდოდ თვის ბოლომდე მიიღებს. ამის მიუხედავად, საქართველოში ამ ვაქცინით აცრისთვის რეგისტრაცია გუშინ საღამოს დაიწყო და დღეს დილისთვის „სინოფარმით“ ვაქცინაციის სურვილი უკვე 3568…
თბილისში, პირველი მაისიდან ძალაში შევა ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა და ის ვაჟა-ფშაველას, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირს და მათ მიმდებარე ქუჩებს შეეხება. საათობრივი პარკირებისთვის სულ 2009 ადგილია განკუთვნილი.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში ჩატარებული 29 487 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 1551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გუშინ 1578 ახალი შემთხვევა იყო.
ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 99-ე შეხვედრის შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საკითხზე დიალოგი შედგა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11