weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

„შეგვიძლია დავდოთ პირობა, რომ ყველა რეფორმა - სასამართლო, ანტიკორუფციული და ა.შ. განხორციელდება საუკეთესო ევროპული პრაქტიკის და სტანდარტების შესაბამისად. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. რაც შეეხება თვითონ კანდიდატის სტატუსის მიღებას, უნდა გავიხსენოთ…

ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, რომელიც 2019 წელს დააკავეს და ბიუჯეტიდან 1 370 076 ლარის გაფლანგვისა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისთვის 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, თავისუფალია.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ 5 ივლისის მოვლენების შემდეგ ერთი წელი გავიდა და დღეს, საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა წყალტუბოს 14 სანატორიუმის პრივატიზებას გეგმავს. პროექტის „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ პრეზენტაციის დროს ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ აქამდე, კურორტის განვითარებას და ინვესტიციების განხორციელებას ხელს ორი პრობლემა უშლიდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8710 ლარი გახდა, ხოლო ევროს კურსმა 2.9574 ლარი შეადგინა.

მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა და მედიის წარმომადგენლებმა გენერალურ პროკურატურასთან ბრიფინგი გამართეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, გამოავლინოს და სათანადოდ დასაჯოს 2021 წლის 5 და 6 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორები…

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამეგრელოში დააკავეს ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების მედდა, რომელიც თანხის სანაცვლოდ, მოქალაქეებს იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ მოდულში ვაქცინირებულ პირებად არეგისტრირებდა.

პრორუსული და ძალადობრივი პოლიტიკური პარტიის „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ აკრძალვის მოთხოვნით, კონსტიტუციური სარჩელი მომზადდა. საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, „ალტ ინფოს“ მრავალი განცხადება შეიცავს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ნიშნებს, აღვივებს სხვადასხვა ტიპის შუღლს, ახალისებს ძალადობას…

27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით პერიოდში, ერთ კვირაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2570 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ამ მონაცემების მიხედვით, დღეში საშუალოდ 367 ადამიანი ინფიცირდება.

2021 წლის 5 ივლისის მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „თბილისი პრაიდის“ საქმეზე არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) სარჩელი განსახილველად მიიღო.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]