weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს გუშინ და დღეს ჩატარებული ტესტებით კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე, მათ შორის, გაგრის რაიონში ხანძრის ძირითადი კერების ჩაქრობა შეძლეს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებიით, ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზისა და 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოებისათვის სპეციალურად დამზადებული TBM (Tunnel Boring Machine) დანადგარი უკვე საქართველოშია.

კორონავირუსული ინფექცია ოთხ პატიმარს დაუდასტურდა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ორი დღის წინ PCR ტესტირება სამოქალაქო კლინიკაში მყოფ სულ 46 პატიმარს ჩაუტარდა, მათ შორის იყვნენ როგორც საკარანტინო სივრცეში მყოფი ახალდაკავებული ბრალდებულები,…

სამართალდამცავებმა დააკავეს 30 წლის მამაკაცი, რომელიც, გამოძიების მტკიცებით, მოქალაქეებისგან ავტომობილებს ქირაოდა, შემდეგ კი სხვადასხვა ნაწილს ხსნიდა და ასხვისებდა. მას ბრალად თაღლითობა ედება. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ამ დროისთვის ტყისა და მინდვრის ხანძრები საქართველოს 3 რეგიონში - სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმში და შიდა ქართლში - 7 ადგილზეა.

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთში 31 წლის კაცი ყანაში გარდაცვლილი იპოვეს. მას დაზიანება, სავარაუდოდ, საკანცელარიო დანით ყელის არეში აქვს მიყენებული.

ბოლო 24 საათში, საქართველოს მასშტაბით, კორონავირუსზე 5265 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 537 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 494 პირი და გარდაიცვალა 34 პაციენტი.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს ალექსანდრე ანქვაბს, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული, სამკურნალოდ რუსეთში, სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრაში ტყის მასივი იწვის და ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება. როგორც ადგილობრივ მედიასთან სახანძრო-სამაშველო რაზმის უფროსმა, დავით ბგანბამ განაცხადა, ხანძარი სახლებიდან დაახლოებით 150 მეტრშია.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]