საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის დღეს დადასტურებული 1351 ახალი შემთხვევიდან 61 სამედიცინო პერსონალია.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვლილი 14 პაციენტიდან ერთ-ერთი 30 წლამდე ასაკის იყო. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძის ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში მკურნალობდა.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თბილისში, სპორტის სასახლეში საველე ჰოსპიტლის მოწყობა არ იგეგმება. გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მინისტრს დღევანდელ ბრიფინგზე დაუსვეს კითხვა.
დღეს დადასტურებული კორონავირუსის 1351 შემთხვევიდან თბილისში დაფიქსირებულია 445, აჭარაში – 369, ხოლო იმერეთში – 295. დანარჩენ რეგიონებში არსებული ვითარება ასეთია:
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სვანეთში, სოფელ ლატალის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. მონიტირინგის მიზნით ადგილზე მეხანძრე-მაშველების 30-კაციანი ჯგუფი რჩება.
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 337 ადამიანი, 14 პაციენტი კი გარდაიცვალა.
საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია გახსნილი, 28, 29 და 30 ოქტომბერს სწავლების დისტანციურ (ონალინ) რეჟიმზე გადავლენ. როგორც მინისტრმა თქვა, ეს დღეები 31 ოქტომბრის…
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ყველა საშუალო სკოლასა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში დღეიდან ორკვირიანი კარანტინი გამოცხადდა. ასევე დაკეტილია ცხინვალის რამდენიმე საბავშვო ბაღი.
„ვისოლ ჯგუფის“ და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ქვეყანაში „ლოკდაუნის“ გამოცხადება არ იგეგმება.
„ვისოლ ჯგუფის“ და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ახსენა, რომ ყოველთვიური 200-ლარიანი დახმარება გაგრძელდება.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11