საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
სამეგრელოში, ფოთი-ხობის ცენტრალურ მაგისტრალზე თხილით დატვირთული ავტომანქანა გაიტაცეს. როგორც „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში განუცხადეს, შემთხვევა დღეს მოხდა და ცხელ კვალზე ერთი პირია დაკავებული.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განმარტა, ვინ მიიჩნევა კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის კონტაქტად.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში ახლაა კორონავირუსის ის პირველი ტალღა, რომელიც მთელ მსოფლიოში გაზაფხულზე იყო. მისივე თქმით, ინფიცირების შემთხვევათა პიკური რაოდენობა ნოემბრის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი.
ახალქალაქის სასწრაფო სამედიცინო დახმარების 12 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ადგილობრივი ონლაინგამოცემა Jnews-ი სასწრაფო სამედიცინო დახმარების განყოფილების უფროსზე, ერემ ეზოანზე დაყრდნობით წერს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში, ივანე მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე, შპს „ათონელის“ კუთვნილ კვების ობიექტსა და კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ბარ FELLERS-ში იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევის ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმე…
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 19 ოქტომბერს დადასტურებულ კორონავირუსის 1186 ახალ შემთხვევას შორის ყველაზე დიდ ჯგუფს სიმპტომიანი პაციენტები შეადგენენ. ასეთი პაციენტების რაოდენობა 581-ია. მეორე დიდ ჯგუფში ინფიცირებულების…
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირებული 3000-ზე მეტი პაციენტი ბინაზე მკურნალობს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც თბილისში რესტორნებს 22:00 საათის შემდეგ მუშაობა აეკრძალათ, ქეიფებმა მცხეთაში გადაინაცვლა.
„წესების დაცვით ყველაფერი შესაძლებელია. უნივერსიტეტში უნდა გეკეთოს პირბადე, აუდიტორიაში დისტანცია უნდა იყოს მინიმუმ 1.5-2 მეტრი, მეტრი მაინც, ხშირი განიავება, ხშირი ხელების ბანვა და ა.შ. არ შეიძლება ერთ აუდიტორიაში 50-ზე მეტი…
საქართველოს საარჩევნო ადმინისტაციის ინფორმაციით, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს შესთავაზებენ, არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა საარჩევნო კომისიის ფუნქციების მქონე სპეციალური ჯგუფების მომსახურებით.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11