საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც თურქეთში სამუშაოდ სურთ წასვლა, სპეციალური ონლაინ-აპლიკაციის შევსებას და დამსაქმებლის მიერ გაცემული მოწვევის წარდგენას 4 აგვისტოდან შეძლებენ. დოკუმენტებს სპეციალური ჯგუფი განიხილავს და მოქალაქეს შვიდი დღის განმავლობაში ეცნობება, შეძლებს…
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია ბიძინა ივანიშვილსა და პარტია „ქართულ ოცნებას“ ქუთაისის „დასაკეტად“ ბოქლომსა და ჯაჭვს უგზავნის.
„გიდები, ასევე ტურიზმში დასაქმებული ათასობით ჩვენი თანამოქალაქე, 8 თვეა შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილი და უწევთ ყოველდღიური ბრძოლა ფიზიკური გადარჩენისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაცია“ ავრცელებს.
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას ინფორმაციით, აგროტურიზმის შესახებ კანონპროექტი მუშავდება და მისი ინიცირება უახლოეს პერიოდში იგეგმება. დანელიას თქმით, კანონპროექტის ერთ-ერთი მიზანი მცირე ფერმერული მეურნეობების მიერ ადგილობრივი პროდუქტის რეალიზაციის ხელშეწყობაა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა ფონიჭალის დასახლებასა და გარდაბანში დააკავეს ორგანიზებული ჯგუფის 4 ნარკორეალიზატორი, რომლებიც ნარკოტიკულ საშუალებებს ინტერნეტ ტოტალიზატორის გამოყენებით ყიდდნენ.
კორონავირუსით ინფიცირებული 56 წლის ქალი, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან პირველ აგვისტოს გადმოიყვანეს, სამედიცინო პერსონალია. ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.
„ევროპულმა საქართველომ“ რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ნაწილი წარადგინა. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ განაცხადა, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კენჭს ზურაბ ჭიაბერაშვილი იყრის, ხოლო გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა…
ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ის კენჭს იყრის ქედის, შუახევის, ხულოსა და ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქში.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს მაუწყებელში დასაქმებულმა 230-მა ადამიანმა დღეს განცხადებით მიმართა და ბაჩო გურაბანიძის, გიორგი მურვანიძისა და გუგა ქადიძის სამსახურში აღდგენა მოითხოვა.
„ქართული ოცნების“ 19 დეპუტატს, მათ შორის 9 მაჟორიტარს, 2019 წლის განმავლობაში პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია. ამის შესახებ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშშია, რომელიც 2019 წლის…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11