საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ და კონსორციუმის ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა, ჰოლანდიელმა ბიზნესმენმა ბობ მეიერმა საქართველოს წინააღმდეგ ორი საარბიტრაჟო სარჩელი შეიტანეს. სარჩელებით მოთხოვნილია ზიანის ანაზღაურება, რაც, მომჩივანი მხარის მტკიცებით, მილიარდ დოლარს აღემატება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა.
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით ქალაქ თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი დააკავეს.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ნაცვლად, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი გამოიძიებს. როგორც შსს-ში აცხადებენ, ეს გადაწყვეტილება მინისტრმა მიიღო.
ჭიათურის მუნიციპალიტეტში ითხვისის არქეოლოგიური ექსპედიციის მიმდინარეობისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი ნამოსახლარი, რომელიც განვითარებულ შუასაუკუნეებს მიეკუთვნება.
მცხეთის სამედიცინო ცენტრში 29 ივლისის საღამოს კორონავირუსით 79 წლის პაციენტი გარდაიცვალა. როგორც სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა, ლიკა მუმლაძემ განაცხადა, ქალი მათთან 13 ივნისს შეიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული…
მარნეულის პოლიციის თანამშრომლებმა არასრულწლოვნისთვის ჯგუფურად, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და გაუპატიურების ბრალდებით, 25 წლის მამაკაცი დააკავეს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიშის მიხედვით, 26 თებერვლიდან 11 ივლისის ჩათვლით პერიოდში საქართველოში კორონავირუსით სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი სამსახურების 129 თანამშრომელი დაავადდა, მათ შორის 111 სამედიცინო პერსონალია, ხოლო…
აჭარა ჯგუფის აკადემია, კულინარიის სკოლის ფარგლებში, დამწყები მზარეულისა და კონდიტერის პროფესიულ პროგრამას იწყებს, რომელიც თიბისის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. კულინარიის სკოლაში რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 17 აგვისტომდე გაგრძელდება. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები…
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლიდან, რომელიც სტიქიის გამო გარე სამყაროს მოწყდა, მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით 30-მდე მოქალაქე გამოიყვანეს, მათგან სამი მცირეწლოვანია.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11