საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში კორონავირუსის იმპორტირებული შემთხვევების ყველაზე დიდი წილი - 46.6% (127 შემთხვევა) რუსეთზე მოდის. ანგარიში 2020 წლის 11 ივლისისთვის არსებულ მდგომარეობას ასახავს,…
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რეაბილიტირებული ჭავჭავაძის გამზირი ბუნებრივი ქვით არის მოპირკეთებული, რის გამოც მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით მოსიარულე ქალებისგან კომპლიმენტებს იღებენ.
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟამიერეთში, ადიდებულმა მდინარე რიონმა ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს საძირკველი გამოაცალა. შემთხვევის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა.
უხვი ნალექის შედეგად, წუხელ ქუთაისის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. ფოთის, განჯისა და წერეთლის ქუჩების მცხოვრებთა ნაწილს წყალი სახლის ეზოებში, სარდაფებსა და პირველ სართულებზე შეუვიდა. საავტომობილო გზებზე შეზღუდულია იყო ავტომობილების გადაადგილება.
რაჭაში, სტიქიის ზონაში, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, შესაბამისი უწყებების წარმოამდგენლები გაემგზავნენ. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1145-დან 1155-მდე გაიზარდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგაბაიას განცხადებით, ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, გაჩიანის დასახლებაში დაფიქსირდა.
რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, ძლიერი წვიმის გამო მდინარე რიონი და მისი შენაკადები ადიდდა, რის შედეგადაც სოფლებთან მისასვლელი გზები და ხიდები ნაწილობრივ ან სრულადაა წაღებული. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები და სახლები.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას ხელი ოკუპირებული რეგიონის მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ 27 ივლისს მოაწერა.
ღამის 12 საათისთვის სროლა იყო პანკისის ხეობის სოფელ დუისში. პანკისის სათემო რადიო WAY-ის ინფორმაციით, ისროლეს მურად ქავთარაშვილის მისამართით, რომელიც თბილისიდან ახალი ჩამოსული იყო და სახლში შედიოდა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.…
ქვემო ქართლის ერთ-ერთ სოფელში 10 წლის ქალშვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11