weather cur horoscope tv
ივნისი 16, 2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის მცხოვრებს, 44 წლის კაცს, რომელიც გუდაურის კარანტინიდან სახლში შეცდომით გაუშვეს, კოვიდინფექცია დაუდასტურდა. მისი ოჯახის წევრები კარანტინში გადაიყვანეს, ხოლო სოფელი თვითიზოლაციაშია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს, რომ ბათუმში დაკავებულ თურქეთის მოქალაქეებს შორის ერთ-ერთი, თურქეთში ცნობილი დაჯგუფების ლიდერი, ბინალი ჯამგოზია.

გლდანისხევში ნაპოვნი ჩვილის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყება ადასტურებს, რომ მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით, რაც დედის მიერ მშობიარობისას ან მშობიარობის შემდეგ უმალვე ახალშობილის განზრახ მკვლელობას…

სომხეთში ბოლო დღე-ღამეში 687 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 11, 221-ს მიაღწია. სულ, ქვეყანაში გარდაცვლილია 176 ადამიანი.

ბათუმში დაკავებული თურქეთის 9 მოქალაქე წინასწარ პატიმრობაშია. მათ ბრალი საზღვრის უკანონო კვეთისა და იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებისა და დამზადების მუხლებით აქვთ წაყენებული. საქმის დეტალებზე არც შინაგან საქმეთა სამინისტროს და არც…

გორში, სტალინის გამზირზე ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი მთლიანად გადახადა. სახურავი ცენტრალურ გზაზე დაეცა და ორი მანქანა დააზიანა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა კი გაწმენდითი სამუშაოების დროს იპოვეს ძაღლი, რომელიც სახურავმა იმსხვერპლა.

აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახური აცხადებს, რომ დღეს, 4 ივნისს, საქართველოს მხრიდან პროვოკაციებს ელოდება. უწყების პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქეები სახელმწიფო საზღვრის დარღვევას „კეშიკჩიდაგის“ (დავით გარეჯი) კულტურულ-ისტორიული ნაკრძალის ტერიტორიაზე აპირებენ.

პარლამენტი მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც დახურულ სივრცეში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გამოუყენებლობისთვის ჯარიმების დაწესებას გულისხმობს.

მარნეულის მკვიდრი, ელსევარ აგაევი და საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო 3 ათას ლარიან ჯარიმას და პრეზიდენტის დეკრეტს საკონსტიტუციოში ასაჩივრებენ. სარჩელი სასამართლოში 2 ივნისს შევიდა.

„მიმდინარე ეტაპზე სასოფლო სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებისთვის განკუთვნილი პროგრამის ბიუჯეტი მიღებული განაცხადების დონეზე ამოწურულია“, - ასეთი შეტყობინება ხვდებათ აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე. პროგრამის სრული ბიუჯეტი 10…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]