weather cur horoscope tv
ივნისი 16, 2025

ბოლო დღე-ღამეში, სომხეთში კორონავირუსის 515 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 12 ადამიანი გარდაიცვალა. კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ქვეყანაში 10 524-მდე გაიზარდა. გაუარესებული ვითარების გამო, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ანტიეპიდემიური მოთხოვნების დაცვაზე კონტროლის გამკაცრებას ითხოვს.

საქალაქთაშორისო მიმოსვლაზე შეზღუდვები 2 დღეში იხსნება, თუმცა მგზავრთა გადაყვანა რკინიგზით კვლავ შეზღუდული იქნება.

რუსეთის მუსლიმთა სულიერი სამმართველოს შეთავაზებამ მეჩეთების გახსნასთან დაკავშირებით, დაღესტნისა და ინგუშეთის მორწმუნეებისგან მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ამის შესახებ „კავკასკი უზელი“ წერს.

შეცდომით შინ გაწერილი კოვიდინფიცირებული პაციენტის საქმისა და მისი 100-მდე კონტაქტის მოკვლევა მიმდინარეობს. ნინოწმინდის მცხოვრები გუდაურის საკარანტინო ზონიდან 31 მაისს გაწერეს, თუმცა მოგვიანებით აღმოაჩინეს, რომ შინ გაშვებული პაციენტი კოვიდინფიცირებული იყო და…

სამთვიანი კარანტინის შემდეგ, იტალია ევროპის ქვეყნებისთვის საზღვრებს ხსნის. ტურისტებს ქვეყანაში შესვლა დღეიდან, 3 ივნისიდან შეუძლიათ. იხსნება იტალიის ყველა ტურისტული მიმართულება - ვიზიტორებს მიიღებს რომის კოლიზეუმი, ვენეციაში კი ტურისტებს კვლავ შეეძლებათ…

ქვეყანაში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან ერთი ე.წ. საბურთალოს კლასტერს განეკუთვნება, ხოლო 3 ტრაილერის მძღოლია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტები გადაყვანილი არიან სტაციონარში - ინფორმაცია მედიას დაავადებათა კონტროლის ეროვნული…

გარდაცვლილი სოფელ მუშევანის მკვიდრი 76 წლის მამაკაცია. ექიმების თქმით, პაციენტს ჰქონდა თანმხლები დაავადებები და მისი მდგომარეობა მძიმედ ფასდებოდა.

2 ივნისიდან 6 ივნისის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საღამოობით მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, სეტყვა და ელჭექი. განსაკუთრებით უხვ ნალექს სინოპტიკოსები ხვალ პროგნოზირებენ.

დაღესტნის, ჩეჩნეთისა და ინგუშეთის სასამართლოები ხშირად ცდილობენ ე.წ."ღირსების მკვლელობები" მსხვერპლის „ამორალური საქციელით“ გაამართლონ - აცხადებენ უფლებადამცველები და ჩრდილოეთ კავკასიაში ჩადენილი ე.წ. „ღირსების მკვლელობებისთვის“ სასჯელის გამკაცრებას ითხოვენ.

ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარიდან, რომელშიც სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს, სასანთლე, გასაყიდი საეკლესიო ნივთები, ჯვრები და ფული წაიღეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]