weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საზოგადოება

ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 56–ე კილომეტრზე, სტიქიის შედეგად მდინარე ალაზნის გადაკეტილი დინების გახსნა მოხერხდა. როგორც „რეგინფოს“ თუშეთის გზის მოვლა–პატრონობაზე პასუხისმგებელი კომპანიის, შპს „გერალის“ წარმომადგენელმა ტარიელ წიკლაურმა განუცხადა, შესაბამისი სამუშაოების ჩატარება ხობის…

სათემო რადიო „მარნეულმა“ დღეს პირველად დაიწყო მაუწყებლობა FM 96.6–ზე. რადიოს სიგნალი ქალაქ მარნეულში და გარშემო, 8–ზე მეტ სოფელში ვრცელდება. FM სიხშირეზე სათემო რადიოს მოსმენა 100 ათასამდე ადამიანს შეუძლია. მათ შორის…

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ბანგლადეშის რესპუბლიკის რვა მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთს უარი უთხრა ვიცე-პოლკოვნიკის, მოხალისეთა ბატალიონ "აზოვის" მებრძოლის, გიორგი (გია) ცერცვაძის ექსტრადიციაზე. ამის შესახებ ცერცვაძის ადვოკატმა კსენია პროკონოვამ განაცხადა.

თიანეთის რაიონის სოფელ ახალსოფელში 17 წლის ბიჭი მოკლეს. სოფელში გამგებლის წარმომადგენლის, გია ჯიმშიტაშვილის ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი მოკლულის მამაა. როგორც ჯიმშიტაშვილმა "რეგინფოს" უთხრა, ბიჭს დანით ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში სატვირთო მანქანა აფეთქდა. სოფელში გამგებლის წარმომადგენლის იოსებ ჯავახიშვილის ინფორმაციით, ავტომობილ „ზილს“ ცეცხლი მაშინ გაუჩნდა, როდესაც მის შეკეთებას ცდილობდნენ. ხანძრის შედეგად დაიწვა სათავსო, სადაც თივის ტუკები ინახებოდა.

ქობულეთში, მაშველები 13 წლის ბიჭს ეძებენ. „აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით, ბავშვი ზღვაში ბანაობდა როდესაც გაუჩინარდა.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სკოლებში დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო. რუსული მედიის ინფორმაციით, 53 სკოლაში ექვსი ათასზე მეტი მოსწავლე მივიდა. დე ფაქტო განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ ახალი სასწავლო წლიდან…

სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე მესტიაჭალა და მისი შენაკადები ადიდა. მესტიაში, ბეჩოში, ლენჯერსა და მულახში წაღებულია ხიდები. მესტიაში დაზიანდა წყალმომარაგების სისტემა. სტიქიის შედეგად გარესამყაროს მოწყდა მულახის თემში შემავალი…

კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მიწისძვრა მოხდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, 3.8 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ დედოფლისწყაროდან 20 კილომეტრში იყო.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]