weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

საზოგადოება

შვეიცარიაში საქართველოს მოქალაქე, 35 წლის ვაჟა კაციაშვილი მოკლეს. მას ცივი იარაღით ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. მოკლულის ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, შემთხვევა 28 აგვისტოს მოხდა. მათივე თქმით, დანაშაული სავარაუდოდ მოკლულის ახლო…

გურჯაანის, ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების სოფლებს დღეს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განმარტებით, გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი „რუსთავი-თელავი-ჟინვალის“ მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

მუსლიმები დღეს ყურბან - ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ. დილის ლოცვის შემდეგ, მუსლიმები პირუტყვს კლავენ და საქონლის ხორცს ანაწილებენ. ხორცს სოციალურად დაუცველ მოსახლეობასაც დაურიგებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ადვოკატი მის გათავისუფლებას 50 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა.

ამინდის გაუარესების გამო, შავი ზღვის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა. ამ დროისათვის, სანაპირო ზოლზე არსებულ ყველა საგუშაგოზე ცურვის ამკრძალავი წითელი ალმებია აღმართული.

ოზურგეთში მამაკაცმა ყოფილი სიდედრი და მისი მეზობელი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა. „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ტყვია მოხვდა ხუთი თვის ბავშვსაც. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მრავალსართულიანი სახლის პირველ სართულზე აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად ბინაში მყოფი მამაკაცი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად 1-ლი სექტემბრიდან საბუთების მიღებას იწყებს. 

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში გაჩენილი ხანძრის შედეგად რქაწითელისა და საფერავის ვენახები დაიწვა. სოფელში გამგებლის წარმომადგენელმა თემურ გიგაურმა „რეგინფოს“ უთხრა, რომ ხანძარი დაახლოებით ერთ ჰექტარ ფართობზე იყო გავრცელებული.

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯმა ავტორიზაცია ვერ გაიარა და დაიხურა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭომ ეს გადაწყვეტილება 29 აგვისტოს მიიღო. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გია მურღულია განმარტავს, რომ ავტორიზაციის შეჩერების მიზეზი სასწავლო პროგრამების,…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]