საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
დღე-ღამეში ჩატარებული 31 958 ტესტის შედეგად, საქართველოში კორონავირუსის 1250 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ყველაზე მეტი – 770 შემთხვევა, თბილისშია გამოვლენილი.
მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დამფუძნებლის, მირზა ნოზაძის თქმით, მთავრობა ისევ დგას ძველ პოზიციაზე, რომ ნამახვანჰესი ყველა ვარიანტში აშენდება. მისივე თქმით, არ დაკმაყოფილდა პროტესტის მონაწილეების მოთხოვნები და შესაბამისად, აქციები გაგრძელდება.
„23 მაისიდან დავიწყებთ აქციებს დედაქალაქში. ეს იქნება განგრძობადი აქციები იქამდე, ვიდრე არ დაკმაყოფილდება ჩვენი ყველა მოთხოვნა“, – განაცხადა მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა მას შემდეგ, რაც მთავრობამ „რიონის…
საქართველოს მთავრობამ არ დააკმაყოფილა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა მოთხოვნა რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტის თაობაზე. ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, ხეობაში დარჩება პოლიციელების შემცირებული რაოდენობა და აქციის მონაწილეებს მათთან კოორდინაციით კარვის გასაშლელად…
ახალქალაქში მცხოვრებმა ეთნიკურად სომეხმა მოქალაქეებმა სომეხთა გენოციდის წლისთავთან დაკავშირებით და გენოციდის აღიარების მოთხოვნით მსვლელობა გამართეს. ე.წ. კომენდანტის საათის გამო, მსვლელობა დღის საათებში, ანთებული ჩირაღდნების გარეშე ჩატარდა.
„ჩვენ გვაქვს იმედი იმისა, რომ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება იმისთვის, რომ გადაიყვანოს ეს პროცესები კონსტრუქციულ დიალოგში. მოვუწოდებთ ამისკენ. ჩვენს მიერ დაყენებული პირობები არ არის რთულად შესასრულებელი – საუბარია იმაზე, რომ ჩვენი…
გუმათში, ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციაზე 12 აპრილს მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით, პოლიციამ მეშვიდე ადამიანი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით, ბათუმში დაკავებულია 1990 წელს დაბადებული ე.ა.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ორშაბათს იმსჯელებს, რა დამატებითი ღონისძიებები შეძლება გატარდეს ეპიდემიოლოგიური სიტუაციის უკეთ მართვისთვის.
აბასთუმანში, მდინარე კურცხანას ხეობაში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ერთი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, მეორე კი დაჭრეს. დაჭრილმა საავადმყოფო უკვე დატოვა და პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.
„ნამდვილად არ მეგონა, რომ მსგავსი რამ ქართულ ჯარშიც სინამდვილეში შეიძლება ყოფილიყო. როგორ შეიძლება ასეთ ადამიანებს, დაზარალებულებს ვგულისხმობ, სამშობლოს დაცვა მოსთხოვო, როცა თავის მოკვლაზე ფიქრობენ, იმხელა შეურაცხყოფა აქვთ მიყენებული“, – განაცხადა…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11