weather cur horoscope tv
იანვარი 22, 2025

საზოგადოება

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ბოდბის მონასტრის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში ქადაგებისას მიტევების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიტევების გარეშე საქართველო ვერ გადარჩება.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ გამომცემლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის და მისი ახლო ნათესავების მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან განხორციელებულ ქმედებებს დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლად აფასებს.

საქართველოს თავდაცვის ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის ინიციატივით, ბაგრამის საავიაციო ბაზის ერთ-ერთ მოედანს გარდაცვლილი ქართველი სამხედრო მოსამსახურის, პირველი კლასის რიგითის, ვასილ ყულჯანიშვილის სახელი მიენიჭა.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1995 წელს დაბადებული ე.ა. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხულოს მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ტერიტორიაზე მდებარე 78 აგარაკი გაქურდა.

უშგულში თოვლი მოვიდა

შაბათი, 21 სექტემბერი 2019 17:10

სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის უშგულის თემში, რომელიც ზღვის დონიდან 2060 – 2200 მეტრზე მდებარეობს, თოვლი მოვიდა. უამინდობის ამსახველ ფოტოებს ადგილობრივები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

გაზეთ „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ოჯახის ხუთი წევრი დააკავეს. გამოძიება მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელზე, როინ კოჩალიძეზე თავდასხმას ედავება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, თავად დაკავებულები კი ამტკიცებენ, რომ სამოქალაქო ფორმაში…

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკორეალიზაციის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული ე.ი. დააკავეს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2014 წელს იმჟამინდელი რექტორისგან, ვლადიმერ პაპავასგან მისივე ავტორობით გამოცემული წიგნები შეიძინა, რაშიც 23 829 ლარი გადაიხადა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში ნათქვამია, რომ შესყიდვა პაპავას ინიციატივით მოხდა და…

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს ეთნიკურად ჩეჩენი რამზან ახიადოვის შესახებ, რომლის ექსტრადიცია რუსეთის ფედერაციაში გუშინ განხორციელდა. სამინისტრო აღნიშნავს, რომ ახიადოვი ტერორისტული დანაშაულებისათვის ინტერპოლით იძებნებოდა.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარში 14 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს. ბიჭი ჩამომხრჩვალი საცხოვრებელ სახლთან ბებიამ და ბაბუამ ნახეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]