weather cur horoscope tv
იანვარი 22, 2025

საზოგადოება

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ თბილისში ახალი პედიატრიული ჰემატოლოგიურ-ონკოლოგიური ცენტრის დასაარსებლად 700 000 ათასი დოლარი გამოყო. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოში აშშ-ს საელჩომ გაავრცელა.

ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე ბოსტნეულის გამყიდველ ქალს გვერდით მდგომმა მწვანილების გამყიდველმა კაცმა სცემა. გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალი საავადმყოფოში გადაიყვანა. მას დაზიანებები თავისა და სახის არეში აქვს…

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ 12 წევრი წარადგინა. როგორც ხაზარაძემ განაცხადა, ეს პროცესი არანაირ კავშირში არ არის პოლიტიკურ პარტიასთან, რადგან პარტია ცალკე დაფუძნდება.

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ცხინვალში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანამთავმჯდომარეებს შეხვდა. ამის შესახებ „რეგინფოს“ მეარაყიშვილმა აცნობა.

საქართველოს პარლამენტს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის თანამდებობაზე თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას კანდიდატურა წარედგინა.

ცხინვალის რეჟიმი ე.წ. საზღვარზე პერევის გადასასვლელს ოთხი დღით კეტავს. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით იუწყება.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული, შპს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ თანამშრომელი მ.ტ. დააკავეს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, შეწყალების აქტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციას არავითარი კომუნიკაცია იუსტიციის სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და სხვა შესაბამის უწყებასთან არ ჰქონია.

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 18 წლის გოგო გარდაიცვალა. „ინფო რუსთავთან“ გარდაცვლილის ახლობლებმა განაცხადეს, რომ ახალგაზრდა ქალს ცხვირის ძგიდის ოპერაცია უნდა გაეკეთებინა, თუმცა ოპერაციის დაწყებამდე, ნარკოზში გარდაიცვალა. ისინი მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებული მორის მაჩალიკაშვილსთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უცვლელი დატოვა. ეს გადაწყვეტილება 17 სექტემბერს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ მიიღო.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]