საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე, სოფელ ხისოსთან მეწყრული მოვლენების შედეგად წარმოშობილ ტბასთან წყლის დონის დაწევისა და გზის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
თიბისი ჯგუფმა ლონდონში ინვესტორების დღე გამართა. ღონისძიება საფონდო ბირჟის ოფისში ჩატარდა და მას 120-მდე ინვესტორი, ანალიტიკოსი და ფინანსური სექტორის წარმომადგენელი დაესწრო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული ნ.კ. დააკავეს.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩში 85 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი მოკლეს. ცხედრები სამართალდამცველებმა გუშინ, მათივე საცხოვრებელ სახლში ნახეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ჯერ არავინ დაუკავებიათ.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შუახნის კაცი მოკლეს, მისი მეუღლე კი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. როგორც „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია და მის დასაკავებლად…
მიმდინარე წლის 4 ივნისს, მერის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრას საბჭოს წევრების გარდა არასამთავრობო სექტორის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე ნენსკრას ხეობაში, უხვი ნალექის შედეგად, ნენსკრას ერთ-ერთი შენაკადი - მდინარე დევრულა ადიდდა. როგორც „რეგინფოს“ მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა, ადიდებულმა წყალმა ჭუბერში ხიდი წაიღო, ლახანში კი ხიდის…
ბათუმში 18 წლის გოგომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, 6 ივნისს მოხდა. გარდაცვლილის ოჯახი ვარაუდობს, რომ ახალგზარდა ქალის თვითმკვლელობის მიზეზი შესაძლოა შანტაჟი და ძალადობა გამხდარიყო.
ასპინძაში, სარო–ხიზაბავრის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 22 წლის ბიჭი დაიღუპა. მძიმედ დაშავდა ავტომობილის მძღოლი, რომელიც ახალციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ორსული ქალის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით განხორციელებული ძალადობის, მუქარისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული რ.გ. დააკავეს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11