საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი კანონპროექტით, ცივ იარაღთან დაკავშირებული რეგულაციები იცვლება. როგორც სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, ბექა დოჭვირმა განაცხადა, დღეს არსებული რეგულაცია ცივი იარაღის გაყიდვასთან დაკავშირებით საკმაოდ მწირია.
საქართველოში ოლიგარქების გავლენა და კანონის უზენაესობა კვლავ გამოწვევაა, - ამის შესახებ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ერთ-ერთმა დირექტორმა კვლევისა და ანალიზის მიმართულებით, სარა რეპუჩმა განაცხადა.
ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის ინფორმაციით, თურქეთში დაკავებული ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის (ლავასოღლი) საექსტრადიციო პატიმრობის ვადა ამოიწურა და იგი თურქმა სამართალდამცველებმა გაათავსუფლეს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ბოლო ერთ კვირაში თავი ორმა ახალგაზრდამ მოიკლა. 30 წლამდე ქალის ცხედარი სასაფლაოზე დღეს დილით იპოვეს. რამდენიმე დღის წინ, სოფელ საყულიაში ტყეში ნახეს 25 წლის მამაკაცის ცხედარი.
პირველი ივლისიდან თბილისის მეტრო დილის 6 საათიდან 23:00 საათამდე იმუშავებს. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ამის მიზეზი მეტროში ელექტროგაყვანილობის რეაბილიტაციის მიზნით დაგეგმილი სამუშაოებია.
გორის სამხედრო ჰოსპიტალში 31 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. მისი ოჯახის წევრების თქმით, ექიმები მათ ეუბნებოდნენ, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშო არ იყო და თბილისში უნდა გადაეყვანათ. მათთვის გარდაცვალების მიზეზი გაუგებარია.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ ააიპ „ქობულეთის სანდასუფთავებაში“ 15-მდე ადამიანი, სავარაუდოდ, ფიქტიურად არის დასაქმებული და ხელფასს იღებს. „ტვ 25“-ის ინფორმაციით, ბიუჯეტის თანხების უკანონოდ ხარჯვა და ნეპოტიზმი დასტურდება ოფიციალური დოკუმენტებით, რომელიც…
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე სუბიექტთა ანგარიშგების პორტალის ბმული - https://reportal.ge განათავსდა.
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე, სოფელ ხისოსთან მეწყრული მოვლენების შედეგად წარმოშობილ ტბასთან გზის აღსადგენად, დამატებითი ტექნიკის მობილიზება დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 2000 წელს დაბადებული ჰ.მ., 1998 წელს დაბადებული შ.თ. და 2000 წელს დაბადებული…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11