საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავთან არსებულ ტყეში დაკარგული 23 წლის ნიკო ჯელაძის სამძებრო სამუშაოებში სწრაფი რეაგირების დამატებითი სამაშველო ჯგუფი ჩაერთო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ისინი ტერიტორიის დათვალიერებას მდინარე ლუხუნის ხეობასა…
ქუთაისის მერიასთან დღეს აქცია გაიმართება, სადაც მოითხოვენ, საკრებულოს წევრმა და ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნანა კოსტავამ საკრებულო დატოვოს. აქცია 17:30 საათზე დაიწყება.
ხორავას ქუჩაზე სასიკვდილოდ დაჭრილი დავით სარალიძის ოჯახის ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს დღეს გამოცხადებული განაჩენით ირკვევა მხოლოდ ის, რომ დავით სარალიძის მკვლელის ვინაობა ისევ არ არის ცნობილი.
4 ივნისს, 12:00 საათზე, ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში, თუშები მორიგ საპროტესტო აქციას გამართავენ ფშაველი-აბანო-ომალოს გზის გახსნის მოთხოვნით. აქციის ორგანიზატორები ალვანში საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირების ჩასვლას და მათგან პრობლემის…
„ჩვენ ვიცავთ ბალანსს გამოხატვის თავისუფლებასა და მოქალაქის უსაფრთხოებას შორის. ამ თემის წარმომადგენლებიც ჩვენი მოქალაქეები არიან“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით.
2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან მსოფლიოს 39 ქვეყანაში 33.6 მილიონი ბოთლი (0.75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 6%-ით აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
თბილისში, ჟვანიას მოედანთან, მგალობლიშვილის ქუჩაზე, წყლის ცენტრალური მილი გასკდა, რის შედეგადაც გზა ჩაინგრა. მომხდარის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების სარდაფები, ორი ავტომობილი კი ორმოში ჩავარდა.
ჩხოროწყუში 19 წლის ბიჭი ცივი იარაღით დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1999 წელს დაბადებული მ.შ, რომელიც მომხდარშია ბრალდებული, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ე.წ. იაფი სახლის საქმეზე დაკავებულ ბათუმის ყოფილ მერს, მოქმედ ვიცე-მერსა და კიდევ ხუთ მაღალჩინოსანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ლევან გელოვანმა ამით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
გუდაურში პარაპლანით ფრენისას ადგილობრივმა მფრინავმა, 1997 წელს დაბადებულმა ი. ნაზღაიძემ მართვა დაკარგა და ტურისტთან ერთად მდინარე არაგვში ჩავარდა. მომხდარის შედეგად ფილიპინელი ტურისტი ადგილზე გარდაიცვალა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11