weather cur horoscope tv
იანვარი 16, 2025

საზოგადოება

ახმეტის რაიონის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომელი, 34 წლის ლევან ოღაძე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა. შემთხვევა სოფელ ნადუქნარში მოხდა. 

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატის, ლევან ჩხაიძის განცხადებით, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი ბაგრატიონი არ არის. ადვოკატის თქმით, სანდო წყაროსგან იცის, რომ საპატრიარქომ ჩაატარა დნმ კვლევა, რომლის მიხედვითაც ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი სინამდვილეში გვარად სიხარულიძეა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსის, 35 წლის ბუტა ანთაძის მკვლელობაში ბრალდებული ბესიკ ტაკიძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მოსამართლე გიორგი…

გლდანში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე 8 მარტს მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის საქმეზე სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყაჩაღობის, პოლიციელზე თავდასხმის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით…

თეთრიწყაროში, ალგეთის ეროვნულ პარკში ახალი ეკოტურისტული ატრაქცია - თოკების პარკი მოეწყობა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც პარკის მოსაწყობად 250 000 ლარი დაიხარჯება.

ოჯახის წევრები და სამართალდამცველები უკვე მეოთხე დღეა 25 წლის გიგი გეგეჭკორს ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, გიგი გეგეჭკორი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში იმყოფებოდა. 9 მარტს, დაახლოებით ღამის 10 საათზე მან გამვლელი ავტომანქანა…

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი, 22 წლის თორნიკე ნაგლიაშვილი პოლიციამ მარნეულში, მეუღლის მიმართ ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავა. შემთხვევა ერთი კვირის წინ მოხდა. სასამართლომ სპორტსმენს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა გვიან ღამით, ქობულეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ორი ადამიანი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულების ჩხრეკისას სამართალდამცველებმა რადიაქტიული ნივთიერება ამოიღეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ტელეკომპანია „იბერიას“ 18 ყოფილი თანამშრომლის სარჩელი და კომპანიას მათთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს, 11 მარტს მიიღო. ჟურნალისტების ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.

ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩასაბარებლად, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია ხვალ, 10:00 საათიდან დაიწყება და 3 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. მონაწილეობის მიღების მსურველებმა რეგისტრაცია შეფასებისა და…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]