weather cur horoscope tv
იანვარი 16, 2025

საზოგადოება

2018 წელს განათლების სამინისტროში, საჯარო სკოლების ინსპექტირების მიზნით, სულ 288 განცხადება დარეგისტრირდა, საიდანაც სამინისტრომ მხოლოდ 7 შემთხვევაში ჩაატარა ინსპექტირება. 7 ინსპექტირების შემთხვევიდან 6 საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ, მეორე…

დღეიდან მართლამადიდებელი ქრისტიანებისთვის დიდი მარხვა დაიწყო, რომელიც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება. მართლმადიდებლური სამყარო მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას წელს 28 აპრილს იზეიმებს.

ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ-მუხრანელს „საქართველოს სამეფო სახლის სახელით უნაბართვოდ სარგებლობისთვის“ სასამართლოში უჩივიან. ამის შესახებ ინფორმაციას იურიდიული კომპანია „სამართლის გზა“ ავრცელებს.

პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა მისი ახალი პარტიის „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელ ყრილობაზე საკუთარი გუნდი წარადგინა. დამფუძნებელი ყრილობა თბილისში, 10 მარტს გაიმართა.

ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტი, რომელსაც პარლამენტი განიხილავს, სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციების დაწესებას ითვალისწინებს. კოდექსის 66-ე მუხლი არეგულირებს ბავშვის უსაფრთხოების დაცვას არა მხოლოდ ჯგუფური ტრანსპორტირების (ექსკურსიების) დროს, არამედ ნებისმიერ საჯარო…

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა საცხოვრებელი სახლების გაქურდვისა და ძარცვის ბრალდებით ორი პირი - 1983 წელს დაბადებული ი.რ. და 1992 წელს დაბადებული დ.ტ. დააკავეს.

გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები 13 წლის გოგონა ბიძას მის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მერვე კლასის მოსწავლე გოგონამ მასწავლებელს უთხრა, რომ ბიძა, რომელთან ერთადაც ერთ სახლში…

ხელვაჩაურში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 30 წლის მამაკაცი დაჭრეს. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, დაჭრილი ბათუმის ერთ-ერთ საავადმყოფოში დაახლოებით 14:30 საათზე შეიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.

საბერძნეთში საქართველოს ელჩის, იოსებ ნანობაშვილის ინფორმაციით, გასულ წელს საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეებზე 5006 ბინადრობის მოწმობა გაიცა. როგორც ელჩი აცხადებს, ლეგალიზაციის ხელშეწყობა საქართველოს საელჩოს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა კასპის მუნიციპალიტეტში ქურდობის ბრალდებით, 1970 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სოფელ ბარნაბიანთკარში მოქალაქეების კუთვნილ საცავსა და ორ სახლში უკანონოდ შეაღწია და საყოფაცხოვრებო…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]