weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

საზოგადოება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც 2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობას ეხება, მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის საქმეც მოხვდა.

სართიჭალაში, გომბორის საგუშაგოსთან სატვირთო ავტომანქანას, რომლითაც 1200 ლიტრი დიზელის საწვავი გადაჰქონდათ, ცეცხლი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მანქანა აფეთქებას მეხანძრეების დროული რეაგირების შედეგად გადაურჩა.

ოკუპირებულ გალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა, რის შემდეგაც ის სენაკში, ოჯახში გადაასვენეს. როგორც ექსპერტმა ირაკლი თოიძემ განაცხადა, ცხედარს ყელზე…

ოკუპირებული ცხინვლის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს და ქართული ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას“ ლიდერს, დავით ქაცარავას 15 მარტისთვის, სოფელ ყარაფილასთან, ე.წ. საზღვართან პროვოკაციის დაგეგმვაში ადანაშაულებს.  

ოზურგეთში, რუსთაველის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 25 წლის მამუკა ნაცვალაძე გარდაიცვალა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა და მოტოციკლი შეეჯახნენ. მოტოციკლს ნაცვალაძე მართავდა.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილასთან რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ისინი ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით არიან დაკავებულები.

მოქალაქეებისთვის მათი თანხმობის გარეშე სარეკლამო მოკლეტექსტური შეტყობინებების გაგზავნა შესაძლოა აიკრძალოს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენელმა, ოთარ ჩახუნაშვილმა რადიო „პალიტრას“ ეთერში განაცხადა, რომ ამ საკითხზე პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებას მიმდინარე წელს…

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივას სთავაზობს, რომლის მიხედვით, უქმდება ნორმა, რომლითაც მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, დაურ კოვეს განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის დაკავებულმა 29 წლის ირაკლი კვარაცხელიამ თავი დაკითხვის ოთახში მოიკლა. ამის შესახებ კოვემ JAMnews-ის სოხუმელ კორესპონდენტს განუცხადა.

რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი რვასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან 13 წლის გოგონა გადმოვარდა და გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მოზარდი მეგობართან ერთად ფოტოებს იღებდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]