weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ბრალდებულის სახით 1985 წელს დაბადებული მამაკაცია დაკავებული.  

გლდანში, საქართველოს ბანკის ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმა მოხდა. არსებული ინფორმაციით, სამი ნიღბიანი და შეიარაღებული პირი ბანკის დასაყაჩაღებლად გატაცებული ავტომობილით მივიდა. მათ თან მძევალიც ჰყავდათ, რომლის მეშვეობითაც, დაცვის პოლიციის გამოჩენის შემდეგ, ტერიტორია…

საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას სახელობის ფონდი, რომლის მიზანი განათლების სისტემის განვითარება და დეპოლიტიზირება იქნება.

თელავის მუნიციალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიგა ორკოდაშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა თელავის მუნიციალიტეტში რეგისტრირებულ 10 მარჩენალდაკარგულ ქალბატონს ქალთა საერთაშორისო დღე - 8 მარტი მიულოცეს და ყვავილები…

წვევამდელს, რომელიც პროფესიული სასწავლებლის სტუდენტის სტატუსს მოიპოვებს, შესაძლოა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდეს. კანონპროექტი ცვლილების შეტანას ითვალისწინებს „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელიც დღეისათვის ჯარში გაწვევის ვალდებულების…

ქუთაისში, ყოფილი ქარხნის შენობა და მიმდებარე ტერიტორია „საქართველოს კულტურის პალატას“, რომლის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილია, ორი წლით უსასყიდლოდ გადაეცა. საკითხს მხარი საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დაუჭირეს.

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა საზოგადოებას გასული წლის ანგარიში წარუდგინა და 2019 წელს დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.

„საქართველოდან შვედეთში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა საგრძნობლად მოიმატა, რაც დარეგულირებას საჭიროებს“, – „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ამის შესახებ შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მორგან იოჰანსონმა განაცხადა.

ქობულეთში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე სასაფლაოზე საფლავების დიდი ნაწილი გაქურდულია. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. ტელეკომპანიასთან დაზარალებულებმა განაცხადეს, რომ საფლავების გაქურდვამ ბოლო დროს სისტემატური სახე მიიღო. მათივე თქმით, ნაქურდალს ჯართის…

ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]