weather cur horoscope tv
იანვარი 16, 2025

საზოგადოება

აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, დაურ კოვეს განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის დაკავებულმა 29 წლის ირაკლი კვარაცხელიამ თავი დაკითხვის ოთახში მოიკლა. ამის შესახებ კოვემ JAMnews-ის სოხუმელ კორესპონდენტს განუცხადა.

რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი რვასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან 13 წლის გოგონა გადმოვარდა და გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მოზარდი მეგობართან ერთად ფოტოებს იღებდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქობულეთში 12 მარტს, გვიან ღამით ჩატარებული სპეცოპერაციისა და ორი პირის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სუს-ის ცნობით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გოჩა გ. და რომან ქ. დააკავეს, რომელთაც ბრალად…

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნების მიერ საქართველო უსაფრთხო ქვეყნებად არის აღიარებული და შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეების ყველა მცდელობა, მიიღონ თავშესაფარი, ფუჭია.

სამხედრო პოლიციაში მარნეულელი წვევამდელის, ქიაზიმ გახრამანოვის საქმეზე დაწყებული გამოძიების შედეგად, ორი სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის შესაძლო დანაშაულებრივი ქმედება გამოიკვეთა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიების დასრულებამდე სამხედრო ქვედანაყოფის სამეთაურო რგოლს უფლებამოსილება შეუჩერდა, ფაქტის…

2019 წლის 1-ელ მარტს „ფრანგულ სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონში“ ჩატარდა კონფერენცია გურჯაანის რაოინის ოჯახის ექიმებთან. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნა შემდეგი თემები:

დღეს, 13 მარტს, 12:00 საათზე, თელავში, თეიმურაზ ბაგრატიონის 24-ში, ალეკო ელისაშვილი „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის“ კახეთის წარმომადგენლობის პრეზენტაციას გამართავს. „რეგინფოს“ ინფორმაციით, კახეთში ალეკო ელისაშვილის მოძრაობას სამოქალაქო აქტივისტი ნინო გოგოლაშვილი უხელმძღვანელებს. გოგოლაშვილი…

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზით მიიღეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებული გალის რაიონში ადგილობრივმა მკვიდრმა, საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელიამ თავი მოიკლა.

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურის მკვიდრი, 25 წლის ამირან ბორჩაშვილი დაიღუპა. პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, ბორჩაშვილის ოჯახის წევრები სამძიმარს იღებენ.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ფონიჭალაში ორი ადამიანი - 21 და 23 წლის მამაკაცები საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. ადვოკატის განცხადებით, პოლიციამ ორი საათით ადრე, სხვა ადგილზე მათი დედაც დააკავა. საქმე ნარკოდანაშაულს ეხება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]