weather cur horoscope tv
მაისი 11, 2024

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორად დაინიშნა. იგი უკვე შეუდგა უფლებამოსილების შესრულებას.

ლონდონის „ტოტენჰემ ჰოტსპური“ ჩემპიონთა ლიგის ფინალშია. მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა რთულად წარმოსადგენი რამ შეძლო, საშინაო მარცხის (0:1) შემდეგ ამსტერდამის „აიაქსს“ სტუმრად სძლია და ისტორიაში პირველად გავიდა UEFA-ს საკლუბო ტურნირის ფინალში.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ვაკის პარკთან მიმდინარე აქციაზე ორი პირი დააკავეს, ერთი კი, საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების გამო, პოლიციაში გადაიყვანეს.

დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, სრულიად საქართველოს შეიხი, რამინ იგიდოვი, აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი, იასინ ალიევი და ოქტაი ისაევი მიიღო.

თბილისში, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით აქცია-მსვლელობები იმართება. პრორუსულმა ძალებმა ერთ მსვლელობაზე შეთანხმება ვერ შეძლეს, ამიტომ „უკვდავი პოლკის“ ფორმატში ერთდროულად ორი მსვლელობა ტარდება. პრორუსული აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ რუსეთი ოკუპანტი…

ქალაქ ახმეტაში ოძელაშვილის ქუჩის მოასფალტება დაიწყო. პროექტის ფარგლებში, 550 მეტრზე ასფალტო-ბეტონის საფარი დაეგება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 9 მაისს, თბილისსა და რეგიონებში დაგეგმილი აქციების მონაწილეებს აფრთხილებს, რომ კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი და პროპაგანდის საშუალებების გამოყენება აკრძალულია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და მთავრობის წევრებმა თბილისში, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკეს და ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი მიულოცეს.

„გუშინ დავინახეთ, რომ უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო უმძიმესი დანაშაულის პრევენცია და მადლობა მათ ამისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტულ აქტს ამზადებდა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, პირველად ესმის ინფორმაცია, თითქოს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სომხეთის მთავრობას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის სომხეთში შესვლაზე აკრძალვის დაწესება მოსთხოვა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]