საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
დღეს ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე - წითელი პარასკევია. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს, ტაძრებში კი გარდამოხსნის წესი სრულდება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი დირექტორის შესარჩევად ღია კონკურსი გამოაცხადა. მსურველებს განაცხადების წარდგენა 24 მაისის ჩათვლით შეუძლიათ. ახალი დირექტორი 4 ივნისამდე, გასაუბრების…
გუდამაყრის ხეობაში, სოფელ ჩოხიდან კილომეტრნახევარში, მეხანძრე-მაშველები და ადგილობრივი მცხოვრებლები ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. როგორც „რეგინფოს“ სოფლის წარმომადგენელმა მალხაზ წიკლაურმა უთხრა, დამწვარია დაახლოებით 5 ჰექტარი. მისივე თქმით, ცეცხლი ხმელ ბალახსა…
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 19 პატიმარი შეიწყალა, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა, შეწყალება სააღდგომო დღესასწაულებს უკავშირდება. მისივე თქმით, ასევე შეწყალებულია 23 პირობითი მსჯავრდებული.
გრენლანდია, რომელიც დედამიწის მეორე უდიდესი მყინვარული საფარის სამშობლოა, ბოლო რამდენიმე ათწლეულია ყინულს დაჩქარებული ტემპით კარგავს. ახალი კვლევის მიხედვით, დნობის მაჩვენებელი ექვსჯერაა გაზრდილი, რამაც შესაძლოა, მომავალში ზღვის დონის მატება გამოიწვიოს.
ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია და „ევროპული საქართველოს“ წევრი ვახტანგ დარცმელიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების მიზეზი მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის ანგარიში გახდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განცხადება გააკეთა აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზის ჩაკეტვაზე. მინისტრის თქმით, ქართულმა მხარემ „მყისიერი კომუნიკაცია“ დაამყარა აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან და ამ დროისთვის სიტუაცია მოგვარებულია.
ამერიკელმა პოლიტიკოსმა, შეერთებული შტატების ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა ოფიციალურად განაცხადა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
21 აპრილს, პანკისში ადგილობრივ მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ფეისბუქში გამოჩნდნენ სახელისუფლებო ტროლები, რომლებიც ხეობაში სპეცრაზმის მოქმედებას ამართლებდნენ და ქისტების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ ავრცელებდნენ გზავნილებს.
სასტუმრო Holiday Inn-ში თიბისი ბანკის ინიციატივით მაკროეკონომიკური მიმოხილვის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ბანკის მომხმარებლებმა მაკროეკონომიკის მიმართულებით ქვეყანაში არსებულ ძირითადი მაჩვენებლების, დინამიკისა და პროგნოზების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. პრეზენტაციას თიბისი ბანკის მთავარი…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11