weather cur horoscope tv
აპრილი 17, 2024

საქართველოს პარლამენტის წევრებს დღეს ხმის მიცემის პროცედურების ინსტრუქცია დაურიგდათ. ამის შესახებ ინფორმაცია და ინსტრუქციის ფოტოები „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა სერგო რატიანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ოკაცეს კანიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა და ვიზიტორებისთვის გახსნილია. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, კანიონზე შეიცვალა კიდული ბილიკის და გადასახედი პლატფორმის საფარი. დაიგო ლითონის გამჭვირვალე იატაკი, რომელიც ბილიკს მეტად ექსტრემალურს გახდის. ასევე,…

ცნობილი ამერიკელი ასტროფიზიკოსი, მწერალი და ტელეწამყვანი ნილ დეგრას ტაისონი გახმაურებული პირადი სკანდალის შემდეგ უახლოეს მომავალში ტელევიზიას დაუბრუნდება და თავის დოკუმენტური ფილმების ციკლს (Cosmos: Possible Worlds, StarTalk) გააგრძელებს.

ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი კასიმ-ჯომარტ ტოკაევი გამოდის ინიციატივით, რომ დედაქალაქ ასტანას სახელი შეუცვალონ და პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის პატივსაცემად ნურსულთანი დაარქვან. ნაზარბაევი, რომელიც ქვეყანას თითქმის 30 წელი მართავდა, გუშინ გადადგა.

პოლიციამ თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „გიროს“ ფილიალის დაყაჩაღებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ბრალდებით მამა-შვილი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულები წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი 1965 წელს დაბადებული…

დიდი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ადამიანი, ჯიმ რეტკლიფი მზად არის, ლონდონის საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ სანაცვლოდ ბიზნესმენ რომან აბრამოვიჩს 2.5 მილიარდი დოლარი გადაუხადოს.

ქუთაისში, სკოლის მოსწავლე და-ძმას წყალტუბო-ქუთაისის მატარებელი დაეჯახა. შემთხვევა გუშინ, იმ დროს მოხდა, როდესაც ბავშვები სკოლიდან სახლში ბრუნდებოდნენ და ლიანდაგებზე გადადიოდნენ.

19 წლის გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელად აღიარეს. ჩერნოგორიული „ბუდუჩნოსტის“ ახალგაზრდა ტალანტმა გამოკითხვაში კონკურენტებს საგრძნობლად აჯობა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეებს ერთ დონეზე არ დააყენებდა, რადგან ორი სხვადასხვა საკითხია. ამ თემაზე პრეზიდენტმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, გადაცემაში „რეაქცია“ ისაუბრა.

„არ ვიცოდი, რომ უცებ ასეთი ცხოველების დამცველები გავხდით“, – ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმ კრიტიკას, რომელიც ლიეტუვაში, ოფიციალური ვიზიტის დროს, მის მიერ ქურქის ჩაცმას მოჰყვა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]