საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ქუთაისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით მეან-გინეკოლოგი, პროფესორი შალვა თვალავაძე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 5 ცალი ნარკოტიკული საშუალება „მორფინის“ შემცველი ამპულა ამოიღო.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 8 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით, 29 წლის მამაკაცი დააკავეს. როგორც „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
ქართული ხალხურის ზღაპრების კრებული სათაურად „მომიყევი ზღაპარი და თან გავაფერადოთ“, ფრანგულ ენაზე გამოიცა. თარგმანი უკვე საფრანგეთშია და პარიზის წიგნის ბაზრობაზე გამოიფინება.
ცნობილი გახდა საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შემადგენლობა ესპანეთის წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის, რომელიც კვირას, 17 თებერვალს შედგება. შეხვედრა თბილისში, ავჭალის სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება.
მსოფლიოს 2030 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლობაზე არგენტინა, ურუგვაი, პარაგვაი და ჩილე FIFA-ში ერთობლივი განაცხადის შეტანას აპირებენ. აღსანიშნავია, რომ ამ წელს აღინიშნება მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების 100 წლისთავი, თანაც 1930 წლის მუნდიალს…
საქართველოს მთავრობა საკრედიტო-საგარანტიო სქემის კონცეფციას ამუშავებს, რომელიც 2019 წლის 1-ელი აპრილიდან საკრედიტო საგარანტიო მექანიზმის ამოქმედებას ითვალისწინებს. მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ მიღებული საბანკო კრედიტის მაქსიმუმ 70%-ის გარანტორი საკრედიტო-საგარანტიო სქემა იქნება.…
თოვის გამო, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 38-ე კილომეტრიდან 62-ე კილომეტრამდე მონაკვეთზე (ნაქერალას უღელტეხილი) მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსად პრემიერ-მინისტრმა ხუთი წლის ვადით დავით ონოფრიშვილი დანიშნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალი 17 თებერვალს ავტოსატრანსპორტო საშუალებების განბაჟება/რეგისტრაციას ვერ შეძლებს.
ე.წ. ციანიდის საქმეზე მსაჯვრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე N9 პენიტენციური დაწესებულებიდან ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც მისმა ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ ექიმებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, დეკანოზი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11