weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის მცხოვრებლები რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის გამართვას და შიმშილობის დაწყებას აპირებენ.

მოსკოვის საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივში“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი სოლომონ (საბა) კვერკველია თამაშობს, ხვიჩა კვარაცხელია ჩაირიცხა. 18 წლის ქართველი ფეხბურთელი რუსეთის მოქმედ ჩემპიონ გუნდში იჯარის წესით სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

ცნობილი შვეიცარიელი მსახიობი, გერმანულენოვანი კინოსა და ტელევიზიის გამორჩეული ფიგურა ბრუნო განცი 77 წლის ასაკში, მშობლიურ ქალაქ ციურიხში გარდაიცვალა. მსახიობს გასულ წელს ზალცბურგის კლინიკაში სიმსივნე დაუდგინდა.

საქართველოს მონტენეგროს პრეზიდენტი მილო დუკანოვიჩი ეწვევა. მან პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიწვევა მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მიიღო. დუკანოვიჩის ვიზიტის თარიღი ჯერ უცნობია.

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ (UN Women Georgia) „სამოქალაქო განვითარების სააგენტოსთან“ (CiDA) თანამშრომლობა შეაჩერა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი CiDA-ს მიმართ ფინანსურ გადაცდომასთან და სამუშაო ადგილზე არაჯანსაღ კულტურასთან დაკავშირებით გამოთქმული ბრალდებები გახდა.

პანკისის ხეობაში სალაფიტური თემის იმამად 45 წლის ზურაბ ქავთარაშვილი (აბუ მუსლიმი) აირჩიეს. პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, ზურაბ ქავთარაშვილი 2003 წლიდან 2018 წლის ზაფხულამდე იორდანიაში ცხოვრობდა, სადაც სასულიერო განათლება მიიღო. იგი…

ინდოეთის ადმინისტრირებულ ქაშმირის რეგიონში მომხდარი მასშტაბური ტერაქტის გამო ინდოეთი პაკისტანის სრულ იზოლაციას გეგმავს. ინდოეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ საერთაშორისო საზოგადოებისგან პაკისტანის კავშირების გასაწყვეტად ყველა შესაძლო დიპლომატიურ ნაბიჯს გადადგამენ.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე დავით ნარიმანიშვილი უარყოფს საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მის მიერ ბანკიდან აღებული სესხის ვადაზე ადრე სრულად დაფარვა რაიმე კავშირშია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით…

ქუთაისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით მეან-გინეკოლოგი, პროფესორი შალვა თვალავაძე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 5 ცალი ნარკოტიკული საშუალება „მორფინის“ შემცველი ამპულა ამოიღო.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 8 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით, 29 წლის მამაკაცი დააკავეს. როგორც „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]