საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
მთავრობამ პარლამენტს „2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შესატანად კანონპროექტი წარუდგინა. კანონპროექტით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 269 მილიონი ლარით მცირდება. განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ვერ მოხერხდა…
ქუთაისის მერიამ „თეთრი ხიდის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელ ყაზახურ კომპანიას – „ალმა-რუს საქართველოს ფილიალს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა და საჯარიმო სანქციის სახით 185 307 ლარის გადახდა დააკისრა. მერის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი იობაშვილის შესაბამისი…
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი შესაძლოა ადვოკატი დიმიტრი გაბუნია გახდეს. გაბუნია ადასტურებს, რომ ამ თანამდებობაზე მისი კანდიდატურა განიხილება.
აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა სირიასთან მეგობრობისა და თანამშრომლობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. რუსული მედიის ცნობით, შეთანხმება ტრანსნაციონალურ დანაშაულთან და საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში ერთობლივი ქმედებების განხორციელებას ითვალისწინებს.
ადამიანთა ცივილიზაციის ბედი თანამედროვე ლიდერების ხელთაა - ასე აფრთხილებს პლანეტის მოსახლეობას ცნობილი ბრიტანელი ტელეწამყვანი და ნატურალისტი სერ დევიდ ატენბორო.
ლუქსემბურგი მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, სადაც ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება. მთავრობის გადაწყვეტილებით, მატარებლით, ტრამვაითა და ავტობუსით მგზავრობის გადასახადი 2019 წლის ზაფხულში გაუქმდება.
„იმ ადგილის ამორჩევა, სადაც ნაკლებმა ადამიანმა მომცა ხმა იმის სიმბოლური დასტურია, რომ მე ვარ ყველას პრეზიდენტი. არავისზე არ ვარ გაბუტული, თუნდაც არ მომცეს ხმა“, – განაცხადა საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე…
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში დასავლეთ საქართველოს რეგიონული საპოლიციო ჰაბი განთავსდება, სადაც მოსახლეობას სხვადასხვა საპოლიციო სერვისებს შესთავაზებენ.
აკვაკულტურის მეურნეობებში წარმოებული თევზის რაოდენობის მიხედვით საქართველოში პირველ ადგილს კახეთის რეგიონი იკავებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2017 წლის მონაცემებით, კახეთზე ქვეყანაში წარმოებული თევზის 35.1 % მოდის. მეორე ადგილს იკავებს შიდა ქართლი…
პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტში დეპუტატები განიხილავენ იდეას, რომლის მიხედვითაც, სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირს პოლიტიკური განცხადებების გაკეთება შესაძლოა კანონით აეკრძალოს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11