weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ძიუდოს ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი, რომელიც ოთხი თვის წინ თანამდებობიდან ძიუდოისტების პროტესტის გამო გადადგა, ფედერაციის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. არჩევნები სავარაუდოდ 24 ოქტომბერს, საანგარიშო ყრილობაზე გაიმართება.

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო ოქტომბერში სომხეთის დედაქალაქ ერევანს ეწვევა. 11-13 ოქტომბერს დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ტრუდო ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის რიგით მე-17 სამიტს დაესწრება და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება.

საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ ეროვნული ლიგა 2-ის 25-ე ტურის მატჩში სტუმრად მარტვილში, წყალტუბოს „სამგურალი“ დაამარცხა და ზედიზედ მეხუთე შეხვედრაში გაიმარჯვა. თელავური კლუბის მიჯრით მოგებულ ხუთ შეხვედრაში გორის „დილასთან“ სათასო მატჩიც შედის.

გლდანი-ნაძალადევის რაიონში, ფეიქრების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, 21 წლის გოგოს მატარებელი დაეჯახა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. შემთხვევა დილით მოხდა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის ინფორმაციით, რაჭაში, ნიკორწმინდის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს ადრეული რელიეფის ნაშთები აღმოაჩინეს.

ლონდონში FIFA-ს 2018 წლის გალა დაჯილდოება გაიმართა, სადაც გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლინდნენ. FIFA-ს ვერსიით, სადაც საუკეთესო ფეხბურთელებს ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელები, კაპიტნები და სპორტული ჟურნალისტები ირჩევენ, 2018 წლის მსოფლიოს საუკეთესო…

დიმიტრი ტატიშვილი, რომელმაც თბილისში, დიდ დიღომში, ზაფხულის ცხელ დღეებში გასაგრილებლად კორპუსის ეზოში ბავშვებს აუზი დაუდგა, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ძიუდოში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის დასრულებამდე ორი დღით ადრე, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთადერთი მედალია – ამირან პაპინაშვილის (60 კგ) ბრინჯაო, გაცილებით შთამბეჭდავი კი სხვა ქვეყნების სახელით მოჭიდავე ქართველების მონაგარია –…

ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე ვარკეთილში ამომრჩეველს შეხვდა და არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა. ეს გადაწყვეტილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ 24 სექტემბრის სხდომაზე მიიღო. ავტორიზაციის ვადა ექვსი წელია.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]