საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე ვარკეთილში ამომრჩეველს შეხვდა და არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა. ეს გადაწყვეტილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ 24 სექტემბრის სხდომაზე მიიღო. ავტორიზაციის ვადა ექვსი წელია.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) საერთაშორისო მრჩეველი გახდა.
იმერეთის გუბერნატორის, შავლეგო ტაბატაძის მესამე მოადგილედ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი ბესიკ გოფოძე დაინიშნა. გუბერნატორის ადმინისტრაციის ცნობით, გოფოძე რეგიონის სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებას, მუნიციპალიტეტების სამოქმედო გეგმების შესრულებას, სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის მუშაობას…
ახმეტაში, რუსთაველის ქუჩაზე, ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციისათვის ადმინისტრაციული შენობის აშენება იგეგმება. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი დაცული ტერიტორიების სააგენტომ 21 სექტემბერს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 31 000 ლარია.
ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 120-მდე გაიზარდა. შეიარაღებული დაპირისპირებისას 560-მდე ადამიანი დაშავდა. შეტაკებების დროს საცხოვრებელი რაიონები საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა.
პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.
პორტალ Numbeo-ს მონაცემებით, 2018 წელს, საქართველომ, მსოფლიოს 115 ქვეყანას შორის, დანაშაულისა და უსაფრთხოების ინდექსის მიხედვით, 2017 წელთან შედარებით, პოზიცია ორი საფეხურით გაიუმჯობესა და მეხუთე ადგილი დაიკავა.
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დღეს ბათუმში, სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ამომრჩევლებს შეხვდა. იმ დროს, როდესაც ზურაბიშვილი ხალხს მიმართავდა, ინციდენტი მოხდა - დარბაზში მყოფმა მამაკაცმა მას სიტყვა შეაწყვეტინა და „მოღალატე“ უწოდა.
სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ერევნის უხუცესთა საბჭოს (საქალაქო საბჭოს) ვადამდელ არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიერ მხარდაჭერილმა ბლოკმა „ჩემმა ნაბიჯმა“ გაიმარჯვა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11