საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში, 70 წლის მამაკაცი საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში მდგარ 5-ტონიან ავზში ჩავარდა და გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა დილით მოხდა.
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსის, სოზარ სუბარის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, ზოგიერთ შემთხვევებში შეიძლება იყოს ხელისუფლების ოპონენტი, მაგრამ საქართველოს ოპონენტი არასდროს იქნება.
ინგლისური კლუბის, „სტოკ სიტის“ თავდამსხმელი საიდო ბერაჰინო პირადი ცხოვრების წყალობით გაპოპულარულდა - ბურუნდელი ფეხბურთელი ექვსი კვირის განმავლობაში სამი შვილის მამა გახდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი…
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში წიპწის ზეთის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა. მიმდინარე წელს საწარმოში დაგეგმილია 3 ათასი ტონა ყურძნის ჭაჭის მიღება-გადამუშავება, საიდანაც 55-60 ტონამდე ყურძნის წიპწის ზეთს და წიპწის ფქვილს დაამზადებენ.
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით 1994 წელს დაბადებული ტ.ე. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებულმა 22 სექტემბერს, ნინოწმინდის ცენტრში მდებარე სლოტ კლუბ „ვულკანის“ ოპერატორს პისტოლეტის მუქარით ფული გასტაცა და…
ინდიქარის და ფორმულა 1-ის ყოფილმა პილოტმა, იტალიელმა ალექს ძანარდიმ შშმ პირთათვის ტრიატლონში გამართულ ტურნირზე მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ინტოქსიკაციის ნიშნები აქვს.
პოპულარულმა ამერიკულმა ტელეარხმა HBO-მ გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ მეორეზე დოკუმენტური ფილმი, სათაურით „სამყაროს დედოფალი“ (Queen of the World) გადაიღო.
ტოკიოში გამართული სექტემბრის 15-დღიანი სუპერტურნირი ლევან გორგაძემ 9 მოგებითა და 6 მარცხით დაასრულა. ბოლო ორთაბრძოლაში ტოჩინოშინის სახელით ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა რთულ მეტოქედ მიჩნეული ტაკაიასუ დაამარცხა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11