weather cur horoscope tv
ივნისი 05, 2025

გვიან საღამოს, დაახლოებით 40 წუთით ახმეტა-თელავის ცენტრალური საავტომობილო გზა ჰქონდა გადაკეტილი სოფელ ვარდისუბნის მოსახლეობას. აქციის 300-მდე მონაწილე პოლიციის მიერ დაკავებული თანასოფლელის, დავით ლეგაშვილის გათავისუფლებას ითხოვდა. აქციის მონაწილეები ანტიაზერბაიჯანული განწყობებით გამოირჩეოდნენ.

მსოფლიო პატრიარქმა ბართლომე პირველმა სტამბოლში, წმინდა მოწამე ფოკას ტაძარში განაცხადა, რომ უკრაინა ავტოკეფალიას მიიღებს, რადგან ეს მისი უფლებაა.

„ნუ ამოვუწურავთ შვილმკვდარ მამას იმედს, თორემ იმედი როცა ამოიწურება, ჩვენ ვერ გავიგებთ, რას გააკეთებს ასეთი ადამიანი. მთელი სერიოზულობით ვითხოვ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელის და მკვლელობის ხელშემწყობების დასჯას“, - ასე მიმართა პანკისის…

ახალ ზელანდიაში სუპერმარკეტების ქსელმა Countdown-მა დახლებიდან ავტრალიური ბრენდის Choice-ის მარწყვი აიღო. BBC-ის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მარწყვში ნემსები იპოვეს.

თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 39 წლის მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის თქმით, ხელისუფლებამ საპატრიარქოს თხოვნა გაითვალისწინა და მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა შეაჩერა. ილია მეორე იმედოვნებს, რომ პარლამენტი ამ კანონს არ მიიღებს.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში, საქონლის ბაზარში დღეს დილით მომხდარი თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთ-ერთი 14 წლის ბავშვია.

„მევენახეობა-მეღვინეობის დარგში გატარებული სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად, საქართველოში მნიშვნელოვნად გაძლიერდა ღვინის ინდუსტრია, გაიზარდა ღვინის ექსპორტი, რასაც შედეგად, ღვინის საწარმოებისა და მარნების რაოდენობის გაზრდა მოჰყვა. თუ 2012 წელს საქართველოში 50-მდე სხვადასხვა…

ხულოს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1967 წელს დაბადებული მ.თ. ეკლესიების გაქურდვის ბრალდებით დააკავეს, ხოლო 1999 წელს დაბადებულ თ.გ.-ს მეჩეთის გაქურდვის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრი გაიხსნა. რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ნუგზარ ბოლქვაძის განცხადებით, დაწესებულება უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]