weather cur horoscope tv
მაისი 25, 2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამჯხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში, ორი მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით ამავე სოფელში მცხოვრები 42 წლის გ.მ. დააკავეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შავ ზღვის სანაპირო რაიონებში 4-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. ტალღების სიმაღლემ შესაძლოა ორ მეტრს მიაღწიოს.

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამეტებით უზრუნველყოფის პროგრამა ფართოვდება. ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, 13 აგვისტოდან მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტების - „სიოფორის“, „დიაბეტონის“ და „ამარილის“ ფასი განახევრდება. 

კატალონიის „ბარსელონას“ ახალი სეზონიდან არგენტინელი სუპერვარსკვლავი ლიონელ მესი უკაპიტნებს, ხოლო ვიცე-კაპიტნები სერხიო ბუსკეტსი, ჟერარ პიკე და სერხი რობერტო იქნებიან.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში ორი მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს. სათემო რადიო „ნორის“ ინფორმაციით, მკვლელობა ღამის ოთხ საათზე, სოფლის ეკლესიასთან მოხდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ სიეტლის საერთაშორისო აეროპორტიდან 29 წლის მექანიკოსმა გაიტაცა სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც რამდენიმე წუთში ჩამოვარდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ24-კმ52 მონაკვეთზე ჩამოსულია მიწა-კლდის მასა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ლუკა მოდრიჩის მომავალი ცნობილია. როგორც პრესტიჟული გამოცემა Marca იუწყება, ხორვატმა ნახევარმცველმა მადრიდის „რეალში“ დარჩენა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მისი ხელფასი გაიზარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბათუმში, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 12 პირი ამხილეს და პასუხისგებაში მისცეს.

ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზლატკო დალიჩი ნაკრებში მუშაობას გააგრძელებს. 51 წლის სპეციალისტმა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დავორ შუკერმა შეთანხმებას მიაღწიეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]