საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა სამეგრელოში, ტობავარჩხილის გზაზე, უცხოელი ტურისტების მიმართ იძულების მცდელობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე, 45 წლის მამაკაცი დააკავეს.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ აშშ-ის დასკვნით, რუსეთმა ბრიტანეთში მამა-შვილ სკრიპალებზე თავდასხმის დროს ქიმიური იარაღი გამოიყენა, რის გამოც ვაშინგტონმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. როგორც აქციის მონაწილე გიორგი მეგრელიშვილმა „რეგინფოს“ უთხრა, სასტუმრო „რედისონის“ დაკვეთით კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიას“ 3 მგვტ ელექტროენერგია დასახლებულ პუნქტში უსაფრთხოების ნორმების დარღვევით…
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით უჯარმის ციხე-ქალაქის კომპლექსზე ფართომასშტაბიანი სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების პროცესი დაიწყო.
ბათუმის საავტორო ფილმების XIII საერთაშორისო კინოფესტივალი (BIAFF) 2018 წლის 16-23 სექტემბერს ჩატარდება. კინოფესტივალის ორგანიზატორი ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი“ გახლავთ.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფერმათა და ფერმერთა რეგისტრაციის პროექტი დაიწყო. სააგენტოს ინფორმაციით, ფერმერთა მხრიდან დაინტერესება ძალიან მაღალია და პირველივე დღეს ბაზაში ათეულობით ფერმერი დარეგისტრირდა.
ამერიკის კინოაკადემიის მმართველმა ბორდმა ოსკარების დაჯილდოების ცერემონიისთვის ახალი წესები დანერგა. მთავარი სიახლე ახალი კატეგორიის დამატებაა, რომელსაც „პოპულარული ფილმი“ ეწოდება.
ვარკეთილში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, 38 წლის მამაკაცი მოკლეს, 45 წლამდე მამაკაცი კი დაჭრეს. შემთხვევა ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან მოხდა. ექიმების თქმით, დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ტყიბულის შახტებში, 5 აპრილს და 2 ივნისს, ადამიანების გარდაცვალების ფაქტებზე დაკავებულ 7 პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მადრიდის „რეალმა“ და ლონდონის „ჩელსიმ“ შეთანხმებას მიაღწიეს, რის შედეგადაც ბელგიის ნაკრების მეკარე ტიბო კურტუა მადრიდული „სამეფო გუნდის“ კარს დაიცავს, ხოლო ხორვატი მატეო კოვაჩიჩი „რეალიდან“ ლონდონელ „არისტოკრატებს“ იჯარის წესით შეუერთდება.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11