საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ალმეში 40 წლის ქალი სავარაუდოდ ცივი იარაღით დაჭრეს. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, პოლიციამ იმავე სოფელში მცხოვრები მამაკაცი დააკავა.
პარტია „თავისუფალმა საქართველომ“ პრეზიდენტობის კანდიდატად შესაძლოა ლევან ვასაძე წარადგინოს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, კახა კუკავამ განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა საკუთარი ბიძაშვილის, 21 წლის ნ.ვ.-ს განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 24 წლის თ.ვ. დააკავეს.
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან 42 წლის მამაკაცი მოკლეს. მკვლელობა გვიან ღამით, იმ დროს მოხდა, როდესაც მამაკაცი შინ დაბრუნდა და ავტომობილიდან გადმოდიოდა.
დასავლეთ საფრანგეთში მდებარე თემატურ პარკ Puy du fou-ს სპეციალურად გაწვრთნილი ყვავები ალაგებენ. Le Рarisien-ის ინფორმაციით, ფრინველები სიგარეტის ნამწვავებს და წვრილ ნარჩენებს აგროვებენ, სპეციალურ კონტეინერებში ათავსებენ და ამის სანაცვლოდ, საკვებს იღებენ.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის ველზე, დიდგორობის სახალხო დღესასწაული აღინიშნება. კულტურულ-სპორტული ღონისძიებები 11:00 საათიდან დაიწყება.
„მე მინდა, რომ ვიყო სხვა ტიპის პრეზიდენტი, რომელიც ამ ქვეყანას არ ჰყოლია. მე ჩემს სახლში ვიცხოვრებ და არა სხვაგან. სახლიდან ფეხით ვივლი, ისე, როგორც დავდივარ დღეს. ამაში არავინ შემცვლის, იმიტომ,…
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლას ტყეში მეხის ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 50 კვ.მ ტერიტორია.
რუსეთის ფედერაციაში შემავალ კარელიის რესპუბლიკის სოფელ კონდოპოგაში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია დაიწვა. 42 მეტრი სიმაღლის ეკლესია რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხის შენობა იყო და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენდა.
მდინარე ნინოსხევის ადიდების გამო, გურგენიანის ჩანჩქერთან სალაშქროდ წასული მოზარდების 3-კაციანი ჯგუფი ჩარჩა. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორის, გიორგი სულამანიძის ინფორმაციით, მე-11-12 კლასის მოსწავლეები სოფელ ჩადუნიანიდან არიან. ისინი ჩანჩქერთან გუშინ ავიდნენ.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11
reginfo.ge@gmail.com