საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ქობულეთში, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაშველებმა 16 წლის ბიჭი გადაარჩინეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მოზარდი ზღვაში იყო შესული და ძლიერი ტალღების გამო, ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა.
ეროვნული საფეხბურთო ლიგა 2-ის მე-20 ტურის მატჩი საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე ადგილობრივ „მერანთან“ 0:2 დათმო.
ავღანეთში, ღაზნის პროვინციის დედაქალაქზე ასობით თალიბი მებრძოლის მიერ განხორციელებულ ფართომასშტაბიან შეტევისას სულ მცირე 14 ავღანელი ჯარისკაცი დაიღუპა, 20 კი დაიჭრა. ავღანეთისა და შეერთებული შტატების სარდლობების ცნობებით, ქალაქ ღაზნიზე შეტევა დილის…
თუშეთში, სოფელ შენაქოს გზაზე კომპანია „ბილაინის“ საწვავმზიდი გადაბრუნდა. როგორც „რეგინფოს“ ადგილობრივებმა უთხრეს, მანქანის გადავარდნის შედეგად საწვავის ნაწილი დაიღვარა, თუმცა დიზელი მდინარეში არ ჩაღვრილა.
ღამის კლუბმა „ბასსიანმა“ რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში 15 სექტემბერს დაგეგმილი ღონისძიება გააუქმა. კლუბის ადმინისტრაციის განცხადებით, მოსკოვში გამოსვლაზე მათ გადაწყვეტილებას ერთგული მხარდამჭერების, მეგობრებისა და საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, რის გამოც ღონისძიება…
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე ვაკანსიას აცხადებს. ვებგვერდ www.hr.gov.ge-ზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობრივი სარგო 10 ათასიდან 15 ათას ლარამდე იქნება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1993 წელს დაბადებული ფ.წ. და 1989 წელს დაბადებული მ.თ. დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს, 1987 წელს დაბადებული მ.თ.…
2018 წლის ოქტომბრიდან, ხორბლის და ქერის კულტურა სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარება. შესაბამისი დადგენილება „სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის სხდომაზე მიიღეს.
ძლიერი წვიმის შედეგად აჭარისა და სამეგრელოს რეგიონებში საცხოვრებელი სახლები, ეზოები და ქუჩები დაიტბორა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის დახმარების თხოვნით ბათუმიდან 80 შეტყობინება მიიღეს, ქობულეთიდან კი 36.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მის მიერვე დაფუძნებული ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ აღმასრულებელ დირექტორად „რადიო თავისუფლების“ ქართული სამსახურის ყოფილი უფროსი დავით კაკაბაძე დანიშნა. მედიააკადემიის მიზანი ქვეყანაში მედია წიგნიერების ხელშეწყობა და განვითარებაა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11