საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე გავლენა რეგიონში, კერძოდ, თურქეთსა და რუსეთში ადგილობრივი ვალუტების მნიშვნელოვანმა გაუფასურებამ მოახდინა.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქული ლირის რეკორდულ გაუფასურებასთან დაკავშირებით მოქალაქეებს მოუწოდა არ იღელვონ და ყურადღება არ მიაქციონ თურქეთის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს.
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან - წყემიდან და ზანთიდან ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადიდებულმა მდინარე აბაშისწყლმა საცხოვრებელ სახლებს და ხალხს საფრთხე შეუქმნა.
რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ცენტრის (ВЦИОМ) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა - 80% მხარს უჭერს რუსეთის ხელისუფლების მიერ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებას. ცენტრის ინფორმაციით,…
დუშეთის და ახმეტის სოფლებში მსხვილფეხა პირუტყვი ნოდულარული დერმატიტით მასობრივად დაავადდა. სოფელ ვაშლობში მცხოვრებ ციური გიგაურს ერთი ძროხა უკვე მოუკვდა, რვა სული კი დაავადებას ებრძვის. მთიულეთის სოფლებში საქონელი სხვა ფერმერებსაც დაეხოცათ.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ავიაკომპანია Georgian Airways-მა შეზღუდული გადაადგილების შესაძლებლობის მქონე პირი ეტლით არ უზრუნველყო, რის გამოც მგზავრი იძულებული გახდა ფეხით გადაადგილებულიყო, რამაც მისი ჭრილობიდან სისხლდენა გამოიწვია.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულება 2.5339 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4687 ლარი იყო. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0652 ლარი შეადგინა.
ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე, სოფელ ლეჩურიდან ომალოს მიმართულებით და პირიქით, ავტოსაგზაო და სხვა სახის შემთხვევების პრევენციის მიზნით, 17:00 საათიდან მთელი ღამის განმავლობაში, ყველა სახის ავტოტრანპორტის მოძრაობა აიკრძალა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე მსჯავრდებული, ძებნაში მყოფი 21 წლის რუსლან შავაძე ბათუმში დააკავეს.
თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ რიგითი გოგა გოგლიჩაძე, რომელმაც ქუთაისში, მდინარე რიონში მამაკაცი დახრჩობას გადაარჩინა, „გლოკის“ ტიპის სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დააჯილდოვა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11