საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს მთავარი პროკურატურა 25 ოქტომბერს, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე პატრულის მიერ დაკავებისას გარდაცვლილი მამაკაცის საქმეზე აცხადებს, რომ პატრულ-ინსპექტორების სამხრე კამერებს მომხდარი ინციდენტი და დაკავების პროცესი დაფიქსირებული არ აქვთ.
ამერიკის შეერთებული შტატების 44-ე პრეზიდენტი, 56 წლის ბარაკ ობამა ჩიკაგოში ნაფიც მსაჯულად მიიწვიეს. ობამა კუკის ოლქში სავარაუდოდ ნოემბერში იმსახურებს და მონაწილეობას მიიღებს, როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო სამართლის საქმეების განხილვაში.
უკრაინული ოპოზიციური პარტიის „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის, ოდესის ყოფილი გუბერნატორის და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინაში მისი დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირებისთვის ემზადებიან.
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ლომიძემ 2016 წელს თანამდებობრივ სარგოსთან ერთად დანამატი 13-ჯერ, ხოლო საკრებულოს რამდენიმე ფრაქციისა და კომისიის თავმჯდომარეებმა 11-ჯერ აიღეს.
აჭარაში, ქედის რაიონიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი ავტობუსიდან ექვსი ბავშვი გადმოვარდა და დაშავდა. „აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით, ბავშვები თამაშობდნენ, რა დროსაც კარები შემთხვევით გაიღო და ბავშვები გზის სავალ ნაწილზე გადავარდნენ. დაშავებულები ბათუმის…
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის ინიციატივას აფხაზური ენის დაცვის სახელმწიფო პროგრამის შექმნასთან დაკავშირებით. აფხაზური მხარე მას ცინიკურ და პოპულისტურ ნაბიჯად აფასებს.
ზაზა ფაჩულიას გუნდმა „გოლდენ სტეიტ ვორიორზმა“ NBA-ში მორიგი გამარჯვება „ვაშინგტონ ვიზარდსთან“ ძალიან მძიმე ბრძოლაში მოიპოვა.
აღმოსავლეთ სირიის ქალაქ ხან-შეიხუნში ქიმიური ნივთიერება ზარინის შემცველი იარაღის გამოყენების გამო პასუხისმგებლობა სირიის მთავრობას ეკისრება - ნათქვამია გაეროსა და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ექსპერტების ერთობლივ ანგარიშში.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრ მარიანო რახოის განცხადებით, მისმა მთავრობამ დაიწყო კატალონიაზე უშუალო კონტროლის დამყარების პროცესი, ბათილად გამოაცხადა დამოუკიდებლობის საკითხზე გამართული კენჭისყრის შედეგები, გადააყენა სეპარატისტული რეგიონის ლიდერები და დაშალა რეგიონული პარლამენტი.
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში ერთი ადამიანი დაიღუპა. "საქნახშირის" დირექტორის მოადგილის გია ქარქაშაძის ინფორმაციით, დავით ფორჩხიძე მიწისქვეშა სამუშაოებს ასრულებდა, როდესაც სამთო მასა ჩამოიშალა და ქვეშ მოიყოლა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11