weather cur horoscope tv
მაისი 20, 2024

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია (FIFA) საერთაშორისო ამხანაგური მატჩების ჩანაცვლებას, UEFA-ს მსგავსად, ახალი ტურნირით გეგმავს. FIFA-ს ხელმძღვანელები მიიჩნევენ, რომ ამხანაგური შეხვედრები, რაც დრო გადის, ნაკლებად პოპულარული ხდება და ცვლილებები აუცილებელია.

„ქართული ოცნებიდან“ თიანეთის მერობის კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი თიანეთის N19 საარჩევნო ოლქის ოთხ უბანზე არჩევნების განმეორებით ჩატარებას ითხოვს. ლელა ქიტესაშვილის განცხადებით, მე-2, მე-13, მე-15 და მე-19 საარჩევნო უბნებიდან ექვსი ბიულეტენი დაიკარგა.

2018 წლიდან საუდის არაბეთში ქალებს სპორტულ მოედნებზე გამოჩენის უფლებას მისცემენ. მათ საშუალება ექნებათ სპორტულ ღონისძიებებს სამი მთავარი ქალაქის ელ-რიადის, ჯიდას და დამამის სტადიონებზე დაესწრნენ.

მექსიკის დიდი პრიზის რბოლა ლუის ჰამილტონისთვის ამ სეზონში ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოდგა, მაგრამ რბოლის ბოლოს ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონის მეოთხე ტიტული მაინც გაინაღდა. რაც შეეხება მექსიკის გრან-პრის, ის „რედ ბულის“…

სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსი არქიმანდრიტი ბაბგენ სალბიანი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ახალქალაქში, ვიკარიატის სასულიერო პირებისა და პერსონალის ერთობლივ კრებაზე მიიღეს, რომელსაც საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი…

ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მიკროავტუბუსი 14 წლის გოგონას დაეჯახა. თვითმხილველების განცხადებით, ავარიის დროს ბავშვი გზაზე გადარბოდა.

ბორჯომის რაიონში, ლიკანის დასახლებაში სამანქანო ხიდს რეაბილიტაცია უტარდება. ხიდი სანატორიუმ „ბორჯომში“ მცხოვრები დევნილებისთვის ცენტრალურ მაგისტრალთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა, თუმცა წლებია დაზიანებულია და ქვეითებსა და ავტომობილებს საფრთხეს უქმნის.

საქართველოს მთავარი პროკურატურა 25 ოქტომბერს, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე პატრულის მიერ დაკავებისას გარდაცვლილი მამაკაცის საქმეზე აცხადებს, რომ პატრულ-ინსპექტორების სამხრე კამერებს მომხდარი ინციდენტი და დაკავების პროცესი დაფიქსირებული არ აქვთ.

ამერიკის შეერთებული შტატების 44-ე პრეზიდენტი, 56 წლის ბარაკ ობამა ჩიკაგოში ნაფიც მსაჯულად მიიწვიეს. ობამა კუკის ოლქში სავარაუდოდ ნოემბერში იმსახურებს და მონაწილეობას მიიღებს, როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო სამართლის საქმეების განხილვაში. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]