საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ 4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში სწავლის განახლებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ძალიან მკაცრი კონტროლი განხორციელდება. მისი ინფორმაციით, მასწავლებლების 63% ერთჯერადად არის აცრილი, ხოლო 52%…
4 ოქტომბრიდან, სკოლებში, პროფესიულ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გაგრძელდება. მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მუშაობას განაახლებენ საბავშვო ბაღები და ბავშვთა გასართობი ცენტრები.
მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციის (WAF) აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მკლავჭიდის ერთიან ეროვნულ ფედერაციას მსოფლიო ფედერაციის ან მისი რომელიმე წევრის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება ჩამოერთვა.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებას გამოეხმაურა.
საჩხერე-ონის დამაკავშირებელი 51.5-კილომეტრიანი გზა გაიხსნა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, თბილისიდან ონში ახალი გზით გადაადგილების მანძილი 80 კილომეტრით, ხოლო დრო 1.5 საათით მცირდება.
„სააკაშვილი როგორც კი შემოვა ჩვენს მიწაზე, ტერიტორიაზე შემოდგამს ფეხს, იმავე წამს იქნება დაკავებული და შებრძანებული ციხეში. ვინც ხელს შეუშლის ამ პროცესს, ყველა ადამიანი დაისჯება უმკაცრესად კანონის ფარგლებში“, – განაცხადა საქართველოს…
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 31 216 ტესტის შედეგად, საქართველოში კორონავირუსი 2185 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 40 პაციენტი, 2010 კი გამოჯანმრთელდა.
პოლიციამ კახეთში, ყურძნის ჩაბარების დროს თაღლითობისთვის ორგანიზებული ჯგუფის წევრები, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი 4 პირი დააკავა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევიდან თბილისში ჩამოსვლას 2 ოქტომბერს გეგმავს. მის მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებული ავიაბილეთის ჯავშნის მიხედვით, კიევიდან დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად გამოემგზავრება და საქართველოში დაახლოებით 23 საათზე იქნება.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთიდან დევნილი მოდის დიზაინერი დემნა გვასალია ღირსების მედლით დააჯილდოვა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11