საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა ივანე მაჭავარიანმა თანამდებობა დატოვა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში მაჭავარიანი გადადგომის მიზეზებს არ განმარტავს, თუმცა აღნიშნავს, რომ თანამდებობის დატოვებას ჯერ კიდევ 2020 წლის ბოლოს აპირებდა.
„შეხვედრაზე წარმოდგენილი ყველა მხარე შეთანხმდა, რომ ლარის კურსი ნომერ პირველი პრობლემაა ამ წუთას. პრემიერი მხარს უჭერს ლარის სტაბილურობას“, – განაცხადა ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ბიზნესასოციაციის წარმომადგენლების შეხვედრის…
თიბისი დაზღვევას კიდევ ერთი სიახლე აქვს. სამოგზაურო დაზღვევის მფლობელებისათვის მოგზაურობა დღეიდან კიდევ უფრო კომფორტული გახდება.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ლარი დოლართან მიმართებით 3.46 თეთრით გაუფასურდა. დღვანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4464 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.4118 ლარი იყო.
ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ პრემიერ-მინისტრსა და ბიზნესასოციაციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საუბრის ერთ-ერთი თემა ლარის გაცვლითი კურსი იყო. ფახაკაძის თქმით, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესმენები „ძალიან დაამშვიდა“.
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ წევრი და პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი გახდა. შესაბამის დადგენილებას პლენარულ სხდომაზე 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ზუგდიდის რკინიგზის სადგურთან 82 წლის ქალს მატარებელი დაეჯახა. ადგილობრივი საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერმა, სულხან ორჟონიამ განაცხადა, რომ დაშავებულს ქვედა კიდური აქვს მოწყვეტილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
„გირჩის“ ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიდან ის ერთადერთი იყო, ვინც გუშინ ხელს აწერდა, კრისტიან დანიელსონის მიერ პარტიებისთვის შეთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტს.
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველო „ფაიზერისგან“ მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს. მისივე თქმით, აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს სხვა მწარმოებლებთანაც.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ პირველადი მოკვლევით, არ დგინდება კავშირი კორონავირუსზე ვაქცინაციასა და „მედკაპიტალის“ ექიმის გარდაცვალებას შორის. „მთავარმა არხმა“ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 55 წელს გადაცილებული ქალი ვაქცინაციიდან…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11