weather cur horoscope tv
მაისი 09, 2025

„ჩვენ ჩვენს ყველაზე ერთგულ პარტნიორებს და მეგობრებს - ელჩებს გაყალბება ვერ დავუმტკიცეთ და ახლა გამოვიყურებით გიჟებივით იმ ხალხის თვალში, როდესაც ვამბობთ, რომ არჩევნები გაყალბდა და ამას ვლაპარაკობთ ტელევიზორში“, – განაცხადა…

კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად ირაკლი შიოშვილი დაინიშნა, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა გუბერნატორის მოვალეობას ასრულებდა.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტურ საკითხებში, მურატ ჯოევმა განაცხადა, რომ ზაზა გახელაძის საქმეზე სასამართლომ ყველაზე მსუბუქი განაჩენი გამოიტანა. ჯიოევის თქმით, გახელაძემ წინასწარი განზრახვით და პროვოკაციულად დაარღვია ე.წ. სახელმწიფო საზღვარი.…

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ 6-7 თებერვლის ე.წ. დაუმორჩილებლობის აქციაზე, გადაადგილების შეზღუდვის დარღვევის ფაქტზე, 51 პირის იდენტიფიცირება მოახდინა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 6 რეგიონში – სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, შიდა ქართლში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთსა და მცხეთა-მთიანეთში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები (გუბერნატორები) დანიშნა.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი კონსტანტინე ანანიაშვილი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის უფროსად დაინიშნა. როგორც პრემიერ-მინისტმა განაცხადა, ანანიაშვილი კოორდინაციას გაუწევს რეგიონებთან და სახელმწიფო რწმუნებულებთან მთავრობის ეფექტიან ურთიერთობას.

აზერბაიჯანის ომბუდსმენი საბინა ალიევა ფონიჭალაში არასრულწლოვანთა შესაძლო ნიშნობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მიმართავს.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიასთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა. სამი სოფლის - კარტიკამის, კულიკამისა და ხულგუმოს მცხოვრებლებმა სკოლის მოსწავლეებისთვის გამოყოფილი ტრანსპორტის დაფინანსების შეჩერება გააპროტესტეს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, მე-5 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა. განათლების მინისტრის, მიხელ ჩხენკელის განცხადებით, მოსაწავლეებს სკოლაში პირბადე მშობლებმა უნდა გაატანონ.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის განცხადებით, გრძელდება საშვების გაცემა, რომელიც ახალგორისა და ჯავის რაიონების მცხოვრებლებს საშუალებას აძლევს ე.წ. საზღვარი გამარტივებული წესით, ხელჩუას გამშვები პუნქტით გადაკვეთონ.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]