საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსზე 24 359 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 507 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 660 პაციენტი, ხოლო 15 – გარდაიცვალა.
დღეიდან, 12 თებერვლიდან, ნატახტრის აეროპორტიდან მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით ფრენები განახლდა. თებერვალ-მარტში რეგულარული რეისები მცირე ზომის საჰაერო ხომალდით შესრულდება.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ზამთრის კურორტების თებერვალში გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მთავრობა აჭარაში, გასულ ზაფხულს დაშვებულ შეცდომას არ გაიმეორებს.
ტყიბულში ნახშირის მომპოვებელი კომპანია „საქნახშირის“ თანამშრომლებმა პროტესტი შეწყვიტეს და 33 საათის შემდეგ შახტიდან ამოვიდნენ. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მათთან მოსალაპარაკებლად შახტში ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე ჩავიდა. ერთ-ერთი…
გავრცელებული ინფორმაცია, რომ ნამახვანჰესის პროექტის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიას ჩამოაშორეს და ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად გადაიყვანეს, სიმართლე არ არის. დაზუსტებული ინფორმაციით, მეუფე სტეფანეს სამართავად ჩააბარეს ჭყონდიდის…
საქართველოს მოქალაქე, 20 წლის ერიკ დრულევი, რომელიც 5 თებერვალს, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველო-რუსეთის საზღვრის როკის გვირაბის მონაკვეთზე უკანონოდ დააკავეს, გათავისუფლებულია. მან ცხინვალის იზოლატორი დღეს, დღის ბოლოს დატოვა, რის შემდეგაც ცენტრალური…
საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში დროებით, სამი თვის განმავლობაში ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ. გერმანიაში სეზონური სამუშაოები 1-ლი აპრილიდან დაიწყება. რეგისტრაციის გავლა სპეციალურ ვებგვერდზე 15 თებერვლიდან იქნება შესაძლებელი და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
ახალქალაქისა, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) განმარტა, რატომ არ ეკეთათ მღვდელმთავრებს პირბადე წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საკითხიც განიხილეს. როგორც ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა განაცხადა, ეკლესია არ დააბრკოლებს იმ ადამიანებს, ვისაც აცრა სურთ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. სინოდის განჩინება მოგვიანებით გამოქვეყნდება, თუმცა მანამდე მღვდელმთავრებმა განცხადებები გააკეთეს საპატრიარქოს ტელევიზიასთან.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11