საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
პარტია „გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრება ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკების პროცესს ჩაშლის.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დამატებით განმარტებას აკეთებს ენგურის ხიდზე ე.წ. გადასასვლელის გახსნასთან დაკავშირებით.
აჭარაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მეხანძრე-მაშველი თორნიკე კიპაროიძე გარდაიცვალა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველი ხანძრის გამოძახებაზე იმყოფებოდა, რა დროსაც სახანძრო კიბიდან ჩამოვარდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმი უკანონო დაკავებებს ახორციელებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, საოკუპაციო რეჟიმის დამყარების დღიდან და მისი გამომწვევი მიზეზი არ არის ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გატარებული…
ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით თავისუფალი მიმოსვლის თითქმის ერთწლიანი შემზღუდავი რეჟიმის შემდეგ, დღეიდან ენგურის ხიდზე ე.წ. გადასასვლელი გაიხსნა. ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა.
ტყიბულში, ძიძიგურის შახტის მეშახტეები გაიფიცნენ. N4 ნახშირმომპოვებელი უბნის 11 მეშახტე შახტიდან არ ამოდის და ამ ფორმით კომპანია „საქნახშირის“ მიერ ხელფასის დაკლებას აპროტესტებს.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსზე 21 890 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 557 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 639 ინფიცირებული, ხოლო 10 გარდაიცვალა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 14 წლის გოგონამ თავი მოიკლა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით, მხოლოდ ამის შემდეგ დააკავა 24 წლის ბიჭი.
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ბრძანებით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ავთანდილ გალდავა დაინიშნა, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტს ნიკოლოზ დიასამიძე უხელმძღვანელებს.
ქობულეთში, სოფელ ქაქუთში, 14 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11