weather cur horoscope tv
მაისი 09, 2025

ლევან კობერიძემ „ლელო“ დატოვა

ორშაბათი, 08 თებერვალი 2021 14:07

პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლევან კობერიძემ დატოვა. მისი განმარტებით, მას პარტიის ნაბიჯებთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვები აქვს.

შრომის ინსპექციის სამსახურმა თელავში მდებარე ერთ-ერთი სასტუმრო 10 000 ლარით დააჯარიმა. როგორც „რეგინფოს“ ინსპექციის პრეს-სამსახურში განუცხადეს, სასტუმროში მდებარე რესტორანი ღამის 9 საათის შემდეგაც მუშაობდა, რაც კანონდარღვევაა.

საქართველო-სომხეთის საზღვარზე მდებარე ნინოწმინდა-ბავრას საბაჟო გამშვებმა პუნქტმა მუშაობა განაახლა. სომხეთის საელჩოს ინფორმაციით, სომხეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა მხოლოდ ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ (ორი დოზა) შეეძლებათ.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსზე 6593 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 204 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 736 ინფიცირებული, ხოლო 15 – გარდაიცვალა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს განცხადებით, ხუთშაბათს, 11 თებერვალს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მოწვევით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.

ლილოს ბაზრობაზე, რომელიც 28 ნოემბრის შემდეგ დღეს პირველად გაიხსნა, ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი რამდენიმე მაღაზიაზე იყო გავრცელებული.

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამართალდამცველებმა 1998 წელს დაბადებული ი.ბ. დააკავეს. 42 წლის მამაკაცის ცხედარი მისსავე საცხოვრებელ სახლში ნათესავმა 6 თებერვალს ნახა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი მკვლელობა…

დღეიდან, 8 თებერვლიდან, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. დღეიდან მუშაობა განაახლა როგორც მეტროპოლიტენმა, ისე ავტობუსებმა და მიკროავტობუსებმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, კონსტანტინე ანანიაშვილმა თანამდებობა დატოვა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ის შიდა ქართლის გუბერნატორის თანამდებობაზე ინიშნება.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2019-2020 წლების „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ ბოლო შეხვედრაში რუსეთს უმასპინძლა და 16:7 ანგარიშით დაამარცხა. თამაში, რომელიც კორონავირუსის გამო რამდენჯერმე გადაიდო, დღეს, თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე, გულშემატკივრების დასწრების გარეშე…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]