საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსზე 18 331 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 829 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 566 პაციენტი, ხოლო 8 – გარდაიცვალა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, საბანკო დაწესებულებებიდან კრედიტის უკანონოდ მიღების მიზნით, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ხელისუფლებამ კერძო სექტორს ადრევე შესთავაზა, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანაზე ემუშავათ, თუმცა მწარმოებლებმა მათ უარი უთხრეს.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის როკის გვირაბის მონაკვეთზე, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძება დაიწყო 11 წლის არასრულწლოვანი გოგონას შესაძლო ნიშნობასთან დაკავშირებით. აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ერთი კვირის წინ, ფონიჭალაში მოხდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საქართველოში ახალი ჰიდროელექტროსადგურები უნდა აშენდეს, რადგან „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული ენერგია აღარ არის საკმარისი.
მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. ერთ-ერთი განსახილველი საკითხი 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის შემსუბუქება იყო.
საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, სკოლაში პირბადის ტარების წესი შესაძლოა შეიცვალოს. დღეს მოქმედი რეგულაციით, მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო არ არის.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, ადრეულ გაზაფხულზე საქართველოში UNESCO-ს სპეციალისტები ჩამოვლენ და გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარის გადახურვასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს მოამზადებენ.
„ქართული ოცნების“ დეპუტატის, პიანისტ ელისო ბოლქვაძის განცხადებით, თეა წულუკიანი კულტურის მინისტრის თანამდებობაზე „ბრწყინვალე“ იქნება, რადგან ძალიან პრინციპულია.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11