weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საზოგადოება

იყალთოში ქვევრის ღვინის პირველი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. კონკურსზე წარდგენილი ღვინის 150 ნიმუშიდან 22-მა ოქროს, 20-მა ვერცხლის და 29-მ ბრინჯაოს მედალი მიიღო.

აკურაში 23 წლის მამაკაცი დაჭრეს

სამშაბათი, 05 სექტემბერი 2017 00:56

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 23 წლის მამაკაცი დანით დაჭრეს. ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს საოლქო – საარჩევნო კომისიებს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შერჩევის პროცესში შეარჩიონ მხოლოდ დამოუკიდებელი, სანდო რეპუტაციისა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრები.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2017 წლის დეკემბრის ბოლომდე საჯარო სკოლებში მოსწავლეთა ტრანსპორტით უფასო მომსახურების მიზნით 9 მილიონამდე ლარის დახარჯვას გეგმავს. მომსახურების შესყიდვაზე სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერები 7 სექტემბერს დასრულდება.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ზემო არცევთან ბალახი და ბუჩქნარი იწვის. გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის გელა კაპანაძის ინფორმაციით, მათი მონაცემებით, ცეცხლი დაახლოებით 5 ჰექტარზეა გავრცელებული.

ახალციხეში, ორფოლოს სასროლეთზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2017 დაიწყო. წვრთნებში საქართველოს, აშშ-ის, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთის, ლატვიის და აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ.

„ხვალ, დილის 6 საათიდან ადგილზე იქნება მობილიზებული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დაახლოებით 400-მდე თანამშრომელი. ის ადამიანები, რომლებიც სხვა ხანძრების შემთხვევაში იღებდნენ მონაწილეობას ქრობის პროცესში. ისინი დაგვემატებიან და ვფიქრობ, რომ ხვალ უკვე…

აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში „შუახევი ჰესის“ კაშხალთან დამაკავშირებელი გვირაბის ნაწილი ჩამოიშალა. „აჭარის ტელევიზია“ სოფელ მახალაკიძეების მცხოვრებლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ გვირაბის 700 მეტრიანი მონაკვეთი წყლით ავსებამდე ჩამოინგრა.

თუშეთის მცხოვრებლები, მაშველებსა და რეინჯერებს, სოფელ ხახაბოსთან ტყეში გაჩენილი ცეცხლის ჩასაქრობად, წყალს სოფლიდან ცხენებით უზიდავენ. იმ ადგილას, სადაც ფიჭვნარი იწვის, სამანქანო გზა არ მიდის და ხანძრის ლოკალიზებას ვერტმფრენთან ერთად ადგილობრივებიც…

გერმანიაში, ალდინგენში სატვირთო მატარებლის დაჯახების შედეგად, საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სარკინიგზო შემთხვევა შაბათს, 2 სექტემბერს, შუაღამის შემდეგ მოხდა. 27 და 33 წლის მამაკაცები ადლინგენიდან როტვაილის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]