weather cur horoscope tv
მაისი 21, 2025

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით „თავისუფლების მარში“ ზუგდიდშიც გაიმართა. სააგენტო „ლაივპრესის“ ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა ამით სოლიდარობა გამოუცხადეს თბილისში გამართულ მსვლელობას.

განათლების სამინისტრო აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ენგურის ხიდის ჩაკეტვასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ყველა აბიტურიენტის ინტერესი და განათლების მიღების უფლება დაცული იქნება. ამასთან, სამინისტროს ცნობით, ეს პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება.

თბილისი-ბათუმის რეისზე დანიშნული დამატებითი მატარებელი გზაში გაფუჭდა და ჩაქვთან იყო გაჩერებული. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში არჩილ გამზარდიამ გაავრცელა. მისი თქმით, მატარებელს „დამცველები რამდენჯერმე გადაეწვა“.

სენაკის მუნიციპალიტეტში, მენჯის თემში, 45 წლის კაცი და მისი მცირეწლოვანი შვილი მდინარე ცივში დაიხრჩვნენ. როგორც „რეგინფოს“ მერის წარმომადგენელმა, გიგლა ელიავამ უთხრა შემთხვევა გუშინ, საგაბისკირიოს უბანში მოხდა. მამა-შვილის ცხედრები დღეს იპოვეს.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალზე, ქარელის გადასახვევთან სატვირთო ავტომანქანა გადაბრუნდა, რომელსაც უცხო ქვეყნის მოქალაქე მართავდა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივა იმ შეზღუდვების ნაწილი, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეპუტატს დაუწესა.

პაპუა-ახალ გვინეაში ვულკან ულავუნის ამოფრქვევის გამო ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუცია განხორციელდა. ვულკანის ამოფრქვევის გამო რამდენიმე ათეული შიდა და საერთაშორისო ავიარეისი გადაიდო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის მთელ სანაპირო ზოლზე მოსალოდნელი ძლიერი შტორმის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს და მოუწოდებს, არ შევიდნენ ზღვაში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს სწრაფი რეაგირებისა და პატრულირების განყოფილების ყოფილ უფროსს, ზაქარია ქინქლაძეს, რომელიც ქრთამის აღების ბრალდებით თებერვალში დააკავეს, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საპროცესო შეთანხმება თბილისის საქალაქო…

ავღანეთში რადიკალური დაჯგუფება თალიბანის თავდასხმის შედეგად 24 ავღანელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა. თავდასხმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ბაგლანის პროვინციაში მოხდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]